FM97.5 / LIVE
იწყება ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

იწყება ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.11.2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ტრენინგებს იწყებს.

იწყება ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სატრენინგო მოდულებზე, რომლებიც განკუთვნილია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის.

სატრენინგო პროგრამა ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის აქტივაციას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიულ უნარების განვითარებას.

აღნიშნული კურსი ასევე ითვალისწინებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული საგნის გამოცდისთვის მომზადებაში ხელშეწყობას.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.

ტრენინგის გავლა უფასოა საჯარო სკოლის იმ მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ემზადებიან 2016 წლის იანვარში დაგეგმილი საგნის გამოცდისთვის.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე-> http://tpdc.ge/registration_2016/.

[sknews.ge]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პედაგოგებისათვის საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის სქემის გზამკვლევი ითარგმნა
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა
არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ ენაზე დაიწყო
სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგების მეორე ციკლი დაიწყო