FM97.5 / LIVE

მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა

მთავარისაზოგადოება 18.11.2015
ქალაქ ახალციხის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში, ნანა ნათენაძის ნამუშევრებმა გაიმარჯვა, თუმცა, ესკიზებს დახვეწა სჭირდება.

მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა

ქალაქ ახალციხის სიმბოლიკის (გერბისა და დროშისი) შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში უპირატესობა 7 ნამუშევრის ავტორის ნანა ნათენაძის ნამუშევრებს მიანიჭეს.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიის მიერ შერჩეული ნამუშევრები თბილისში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაეგზავნა. კომისიამ საბჭოსგან პასუხი დღეს, 18 ნოემბერს მიიღო.

„ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ განიხილა თქვენს მიერ წარმოდგენილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამოვლენილი მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის 7 ნიმუში, რომლებსაც საკრებულომ უპირატესობა მიანიჭა. ყველა წარმოდგენილი პროექტი საჭიროებს დამუშავებას, სიმბოლოების სწორად დალაგებას, ჰერალდიკურად გამართვას.

ჰერალდიკის საბჭო ითანამშრომლებს თქვენს მიერ გამორჩეულ ავტორთან, რომელსაც ეკუთვნის შვიდივე პროექტი. ჩვენი სპეციალისტები დაეხმარებიან ავტორს, რომ წარმოდგენილი პროექტების საფუძველზე, მან შექმნას ჰერალდიკურად გამართული და შინაარსობრივად დახვეწილი ახალციხის სიმბოლოები (დროშა და გერბი)“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარე, თამარ გოგოლაძე კომისიის გადაწყვეტილებით კმაყოფილია: „გახარებული ვარ, ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მესამე მცდელობა შედეგით დასრულდა“.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის კომისიამ კონკურსი პირველად 17 ივნისს გამოაცხადა. მოქალაქეებს ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის ნიმუშების წარდგენა ერთი თვის ვადაში შეეძლოთ. კონკურსის დასრულების ბოლო დღეს, 17 ივლისს კომისიამ ოთხი ავტორის 9 ესკიზი მიიღო. აქედან კომისიამ მხოლოდ 2 ესკიზი მოიწონა და ჰერალდიკის საბჭოს გადაუგზავნა. თუმცა, საბჭომ ორივე მათგანი დაიწუნა.

მეორედ კონკურსი კომისიას, 20 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული. ამ პერიოში კომისიაში სამი ავტორის 8 ნამუშევარი შევიდა. ჰერალდიკის საბჭომ ახალციხის მერიის ჰერალდიკის კომისიის მიერ მოწონებული ესკიზები დაიწუნა. მესამედ კონკურსი 22 ოქტომბერს გამოცხადდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
ქალაქ ახალციხის ჰერალდიკის კომისია კონკურსს მეორედ აცხადებს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა