FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა

მთავარიპოლიტიკა 17.11.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დაასრულა. 23 ვაკანტურ პოზიციაზე 567 განცხადი შევიდა.

ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა

ყველაზე მეტი, 61 განაცხადი შევიდა უფროსი სპეციალისტის პოციზიაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 46 განაცხადი – წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში, 35 კი – გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ყველაზე ნაკლები, 7 განაცხადი შევიდა იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ამდენივე წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის საკითხებში;

„შემოსული განაცხადები დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადაირჩევა და გადაეცემა საკონკურსო კომისიას“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

მისი თქმით როდის დასრულდება განაცხადების გადარჩევა და როდის ჩატარდება გასაუბრება ზუსტი დრო გაწერილი არ არის: “ვალდებულება ვადებში არ გვაქვს. 15 თებერვლამდე ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 23 ვაკანტურ პოზიციაზე მეოთხედ გამოაცხადა. იმის გამო, რომ კონკურსში მონაწილეობა ცოტა კონკურსანტმა მიიღო, განაცხადის შეტანის ვადები ერთი კვირით გადაიწია და 15 ნოემბერს დასრულდა.

გამგეობაში ვაკანტური შემდეგი პოზიციებია:
უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი;
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი;
იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსი;
წამყვანი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
გამგებლის წარმომადგენელი აწყურის, აგარის და პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის საკითხებში;
წამყვანი და უფროსი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ქ. ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ასევე წამყვანი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე წყალთბილის, სხვილისის და ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში; წამყვანი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი აგრარულ საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი კონტროლისა და აუდიტის საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 საქართველოს მაღალ მთაში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

23.01.2020 თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება

23.01.2020 გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

23.01.2020 ადიგენის მერიასა და საკრებულოში 73 966 ლარის ჯილდო გაიცა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს
ახალციხის გამგეობამ  კონკურსში განაცხადის მიღების ვადა გადაწია
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
მეოთხე მცდელობა – ახალციხის გამგეობა 23 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
თვითმმართველობებში  თანამდებობები კვლავ ვაკანტურია
რა პოზიციები დარჩა ვაკანტური ახალციხის გამგეობაში