FM97.5 / LIVE

ვის მიანიჭა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.11.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატიო დოქტორის წოდება იმ ადამიანებს მიენიჭათ, ვისაც უნივერსიტეტის განვითარებაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი.

ვის მიანიჭა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება

16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საპატიო დოქტორები აირჩიეს.

„მეოთხედი საუკუნე განვვლეთ, მე ვფიქრობ, რომ 25 წელიწადში ფილიალებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტად ჩამოყალიბებამდე ვრცელი და საინტერესო გზა არის გავლილი, შედეგიც დიდია“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი, ახლანდელი რექტორი ვლადიმერ პაპავა, ასევე მეზობელი ქვეყნის თურქეთის ართვინის უნივერსიტეტის რექტორი მეჰმედ დუმანი და არდაჰანის უნივერსიტეტის რექტორი რამაზან ქორქმაზი –ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

„25 წელი ისტორიისთვის არ არის დიდი დრო, მაგრამ ერთი უმაღლესი სასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ 25 წლის განმავლობაში ბევრი გადაიტანა უნივერსიტეტმა, ბევრი სიკეთე და სირთულეები ჰქონდა , მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ბევრი ახალგაზრდა გაიზარდა ღირსეული, კარგი სპეციალისტი და დღეს საკუთარი შრომით უდიდესი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. მადლიერი ვარ საბჭოს გადაწყვეტილების, რომლებმაც მე საპატიო დოქტორად ამირჩიეს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ამ უნივერსიტეტთან“, – ამბობს როინ მეტრეველი და ამატებს, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სწორედ მაშინ დაარდსა, როცა იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადივერ პაპავამ.

„25 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღია, პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად განვითარდა ეს უნივერსიტეტი. აქ სიმბოლური ერთი რამეა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პირველი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დროს დაარსდა, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი მეორე დამოუკიდებლობის აღდგენის დროს. აქ რაღაც პარალელია, გარდა ამისა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა წვლილი მიუძღვის თბილისის უნივერსიტეტს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის განვითარებაში“, – ამბობს ვლადიმერ პაპავა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტისა და თურქეთის უნივერსიტეტების თანამშრომლობაზე ისაუბრეს ართვინისა და არდაჰანის უნივერსიტეტების რექტორებმა. მათ აღნიშნეს, რომ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მათთვის ამ უნივერსიტეტების ურთიერთობაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მერაბ ბერიძის თქმით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება გარკვეულ პრინციპებს ემყარება: „გადავწყვიტეთ მივანიჭოთ საპატიო დოქტორის წოდება იმ ადამიანებს, რომლებსაც უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და სამომავლოდ მათთან ურთიერთობა გაგრძელდება“.

დღეს დასახელებული საპატიო დოქტორების გარდა უნივერსიტეტს კიდევ ერთი საპატიო დოქტორი ჰყავს. პირველად ეს წოდება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს მიენიჭა.

გარდა საპატიო დოქტორების დასახელებისა დღეს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მადლობის სიგელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს სერგო ვადროსანიძეს გადაეცა.

დღესვე, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალქალაქში სტუდენტთა საცხოვრებელი გაიხსნა.
18:00 საათზე კი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო ღონისძიებაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე
16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ