FM97.5 / LIVE

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ

მთავარისაზოგადოება 14.11.2015
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სოფლის მეუნრეობის სამინისტროს თანამშრომლებმა პროგრამა "დანერგე მომავალი" გააცნეს;

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ
პროექტისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ადგილობრივებს პროგრამის მენეჯერი ლევან დოლიძე ესაუბრა. მან ასევე უპასუხა ფერმერების შეკითხვებს. ადგილობრივების ნაწილმა სურვილი გამოთქვა აქტიურად ჩაერთოს პროგრამაში და მრავალწლიანი ბაღები გააშენოს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგამის „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამ დრომდე სააგენტოში მონაწილეობის მსურველთა 36 განაცხადია შესული.

მეორე ეტაპის დაწყებისთანვე პროგრამაში შევიდა ცვლილები, რომლის შედეგადაც:

• მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში, საქართველოს ყველა რეგიონში 5 ჰექტრის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი - 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს;

• რეგიონებს, ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა;

• დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურია, სამეგრელო და აჭარის რეგიონებში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს;

• გარკვეულ კულტურებზე გაიზარდა 1 ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტები
• იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების დადგენილი თანხობრივი ლიმიტი;

პროგრამაში უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ის დაფინანსება მოხდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 89,6 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა - 84,3 ჰა ვაშლის, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი და 1,2 ჰა ბალის კულტურები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი (ან არსებულის გაფართოება), თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]
ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა [R]
ბოლო ორი წლის განმავლობაში,  მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა [R]
აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]