FM97.5 / LIVE

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა

მთავარისაზოგადოება 13.11.2015
ქალაქ ახალციხის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში მესამე მცდელობაზე კომისიამ 19 ესკიზი მიიღო, აქედან ჰერალდიკის საბჭოში ერთი ავტორის შვიდი ესკიზი გადაიგზავნება.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესაქმნელად საკრებულომ კონკურსი უკვე მესამედ გამოაცხადა. ამჯერად საკრებულოს კანცელარიაში 7 კონვერტი შევიდა, სადაც ერთ ავტორს შვიდი გერბისა და ერთი დროშის ნიმუში ჰქონდა წარმოდგენილი, მეორეს გერბისა და დროშის ხუთი ესკიზი, მესამეს სამი, დანარჩენებს კი თითო–თითო.

ჰერალდიკის კომისიამ ნამუშევრები დღეს, 13 ნოემბერს სხდომაზე განიხილა, რომელსაც კომისიის წევრები და სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სხდომაზე დამსწრეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ჰერალდიკის საბჭოსთვის იმ ავტორის ნამუშევრები გადაეგზავნათ, რომელსაც გერბის შვიდი და დროშის ერთი ესკიზი ჰქონდა წარმოდგენილი.

„ის ნამუშევარი, რომელიც უნდა გაიგზავნოს გამოირჩევა იმით, რომ სასიამოვნოა როგორც ფერით, ასევე ვიზუალურადაც და გრაფიკულადაც. თუმცა, სიმბოლური დატვირთვით ყველა კარგი იყო“, – ამბობს მხატვარი ბექა კოპაძე და ამატებს, რომ ამ შვიდი ნამუშევრიდან შესაძლებელია ახალციხის გერბისა და დროშის არჩევა.

ჰერალდიკის საბჭო კომისიის მიერ შერჩეულ ნამუშევრებს ხუთ სამუშაო დღეში შეარჩევს. მომდევნო კვირის ოთხშაბათს ჰერალდიკის კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტს ექნება თუ არა ქალაქ ახალციხეს გერბი და დროშა თუ კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება. გარდა ამისა, ოთხშაბათს კონკურსანტებს საბოლოო პასუხები ეცნობებათ.

„თუ სხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ზოგ შემთხვევაში წელიწადნახევარი გრძელდება კონკურსი. ჩვენ უკვე მეოთხედ გამოვაცხადეთ კონკურსი და ყველაზე მეტი ნამუშევარი ახლა შემოვიდა“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე.

შეგახსენებთ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის კომისიამ კონკურსი პირველად 17 ივნისს გამოაცხადა. მოქალაქეებს ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის ნიმუშების წარდგენა ერთი თვის ვადაში შეეძლოთ. კონკურსის დასრულების ბოლო დღეს, 17 ივლისს კომისიამ ოთხი ავტორის 9 ესკიზი მიიღო. აქედან კომისიამ მხოლოდ 2 ესკიზი მოიწონა და ჰერალდიკის საბჭოს გადაუგზავნა. თუმცა, საბჭომ ორივე მათგანი დაიწუნა.

მეორედ კონკურსი კომისიას, 20 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული. ამ პერიოში კომისიაში სამი ავტორის 8 ნამუშევარი შევიდა. ჰერალდიკის საბჭომ ახალციხის მერიის ჰერალდიკის კომისიის მიერ მოწონებული ესკიზები დაიწუნა. მესამედ კონკურსი 22 ოქტომბერს გამოცხადდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
ქალაქ ახალციხის ჰერალდიკის კომისია კონკურსს მეორედ აცხადებს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა