FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგია 5 000–მდე აბონენტს არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 12.11.2015
დღის განმავლობაში იმ აბონენტების ოდენობა, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ 3000–ით გაიზარდა; გათიშული აბონენტების უმრავლესობა ჯავახეთზე მოდის;

სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგია 5 000–მდე აბონენტს არ მიეწოდება
ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ ინფორმაციით 5000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ჯგუფები წუხანდელიდანვე მუშაობდნენ დაზიანებების აღსადგენად. დილით გათიშული აბონენტების ოდენობა 2000–მდე დავიყვანეთ, მაგრამ დღის განმავლობაში ქარბუქის გამო ხაზები დაზიანდა. გათიშული აბონენტების ყველაზე მეტი ნაწილი ნინოწმინდაში და ახალქალაქშია“, – ამბობს ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბალახაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ახალციხესა და ადიგენში 500, ბორჯომში კი 200 აბონენტია გამორთული: „ასპინძაში ყველგან ჩართულია. ერთი ფიდერია მოტეხილი აბასთუმნის მხარეს და ვეღარ შეძლეს გაკეთება“.

ბალახაშვილის თქმით, თუ ხვალ, 13 ნოემბერს, ამინდი არ გაუარესდა, რეგიონის მასშტაბით ელექტრო ენერგიის მიწოდებას ყველა აბონენტისთვის შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთში ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო გზები ჩაიკეტა, დაზიანდა შენობების სახურავები, ასევე ელქტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 2000–მდე აბონენტს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში 1 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე-ჯავახეთში 1000-მდე აბონენტს დენი არ აქვს
დაბა აბასთუმანში 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობის გამო  ახალციხეში 8000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება