FM97.5 / LIVE

ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 12.11.2015
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდებას არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირი" ამჯერად მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მეშვეობით ცდილობს.

ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ

"დემოკრატ მესხთა კავშირმა" ახალციხის ოთხ ქუჩაზე კოსტავას, რუსთაველის, პეტრიწისა და ხანძთელის ქუჩებზე სასმელი წყლის ხარისხის შსამოწმებლად ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ ქუჩაზე დარღვევები დაფიქსირდა.

ამის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალს მიმართა, რომ წყლის ხარისხის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. თუმცა, კომპანიას აღნიშნული ინფორმაცია დღემდე არ გამოუქვეყნებია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, სასმელი წყლის მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია საზოგადოებას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყლის მიწოდება უზრუნველყოს. წყლის დაბინძურების შემთხვევაში კი კომპანია ვალდებულია ფაქტის შესახებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ აცნობოს.

"ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ კომპანიას წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია აქვს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კომპანიის სერვისცენტრს მიმართოს, სადაც აღნიშნულ ინფორმაციას გააცნობენ. თუმცა, კანონი გასაჯაროების ასეთ ფორმას არ გულისხმობს", – ამბობს პროექტის "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" წარმომადგენელი ნანა მიქელაძე.

"დემოკრატ მესხთა კავშირმა" აღნიშნულის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს აცნობა.

"მათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვა გაუგზავნეს. ამით ენერგო ომბუცმენმა მოითხოვა, რომ შეემუშავებინათ გარკვეული მექანიზმი, რითიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასმელი წყლის მომხმარებელს ექნება საშუალება ნებისმიერ დროს გადაამოწმოს სასმელი წყლის ხარისხი და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია დეტალურად", – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" იურისტი სოსო ხითარიშვილი და ამატებს ის, რომ კომპანიას საკუთარ კომპიუტერში აქვს აღნიშნული ინფორმაცია შენახული იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია.

"დემოკრატ მესხთა კავშირში" იმედი აქვთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

წყლის ხარისხი ახალციხეში "დემოკრატ მესხთა კავშირმა" პროექტის "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში შეამოწმა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია
კვირის აქცენტი – საშიში წყალი (?!) [Video]
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხეში წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება