FM97.5 / LIVE

არიან თუ არა დაკარგულები წალკა–ნინოწმინდის გზაზე

მთავარისამართალი » შემთხვევა 12.11.2015
წალკა–ნინოწმინდის გზაზე ჩარჩენილი მგზავრი გადმოიყვანეს, თუმცა, ამ დროისთვის არ არის ცნობილი თუ რა ვითარებაა ტიკმატაჟის წვერზე;

არიან თუ არა დაკარგულები წალკა–ნინოწმინდის გზაზე
შინაგან საქმეთა, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტიკმატაჟის უღელტეხილიდან ყველა მგზავრი გამოყვანილია. თუმცა, ადგილზე რჩება ავტომობილები და მათ გამოსაყვანად ტექნიკა ისევ მუშაობს.

საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ არიან დაკარგულებიც, თუმცა ამას არც ინფრასტრუქტურის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

„ამ დროისთივს არ არის ცნობილი თუ რა ვითარებაა უღელტეხილის წვერზე. ტექნიკა მუშაობს და მივლენ იქამდეც. გზიდან ყველა მგზავრი უკვე გამოიყვანეს“, – ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ჩარჩენილი იყო ერთი მანქანა, პოლიციელები მივიდნენ და ისინიც ჩარჩნენ, შესაძლოა ამას გულისხმობდნენ, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ყველა გამოყვანილია“, – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ხათუნა პაიჭაძე.

მისივე თქმით, მგზავრები გამოყვანილია, თუმცა გზა მაინც ჩაკეტილია, რადგან ამ მიმართულებით გადაადგილება, ჯერ ისევ სახიფათოა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ავტომანქანები ჯერ ისევ გზაზეა და მათი გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამიდან ტიკმატაჟის უღელტეხილი ჩაიკეტა და 50–ზე მეტი მგზავრი გზაში ჩარჩა;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წალკა–ნინოწმინდის გზიდან 140–დე მგზავრი გამოიყვანეს
წალკა–ნინოწმინდის გზაზე ჩარჩენილები შსს–ს  თანამშრომლებს გამოჰყავთ
სამართალდამცველებმა და მაშველებმა, წალკა–ნინოწმინდის გზიდან, თოვლში ჩარჩენილი 45 მგზავრი გამოიყვანეს
ბათუმი–ახალციხის მიმართულებით გზა ჩაიკეტა
ნინოწმინდაში პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილი 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს
სოფელ ვარხანთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა
მოქალაქეებს წალკა-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობისგან თავშეკავებას ურჩევენ