FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 12.11.2015
"ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, უამინდობის გამო სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
12, ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რეგიონებში ძლიერი ქარი და წვიმა იყო, მაღალ მთიან რაიონებში კი ძლიერად თოვდა, რის გამოც დაზიანდა როგორც მაღალი ძაბვის, ისე დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები. აუმინდობამ პრობლემები შეუქმნა სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობასაც. ამ დროისთვის დაახლოებით 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალში განმარტავენ, რომ ძლიერი ქარის გამო პერიოდულად ითიშება ფიდერები. ამ დროისთვის, სამხრეთ საქართველოს ფილიალში შემავალ მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგია 21 000 აბონენტებს არ მიეწოდება. კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში 100–მდე ფიდერია გამორთული, რომლებიც პერიოდულად ირთვება. ყველგან გვყავს ჩვენი ბრიგადები გაგზავნილი და პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ", – ამბობს "ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბალახაშვილი.

შექმნილი ვითარების გამო დროებით გადაიდო გეგმიური სამუშაოების შესრულება, რის გამოც 12 ნოემბერს ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია უნდა გათიშულიყო.

როდის ჩატარდება ქვესადგურ "ახალციხეს" გეგმიური სარემონტო სამუშაოები "ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალში ჯერ არ იციან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 ‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

28.05.2020 COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

28.05.2020 2 დღის განმავლობაში საქართველოში იწვიმებს

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ნინოწმინდაში 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში 1 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგია 5 000–მდე აბონენტს არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უამინდობის გამო 'ენერგო–პრო ჯორჯიამ' ახალციხეში დაგეგმილი სამუშაოები გადადო

ბორჯომში 1000–მდე აბონენტს  ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალქალაქში 250 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება