FM97.5 / LIVE

დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების სასაფლაოს საკითხის შესწავლა

მთავარისაზოგადოება 11.11.2015
ადიგენში ადგილობრივი მუსლიმებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები; იხილავს თუ არა ადიგენის გამგეობა მუსლიმების განცხადებებს, რომლებიც სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფას ეხება.

დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების  სასაფლაოს საკითხის შესწავლა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან პასუხს ამ დრომდე ელიან. მათ წერილი, რომელშიც თვითმმართველობას სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფას სთხოვდნენ, გამგეობაში თვეზე მეტია შეიტანეს.

„იმ ადგილის, გამოყოფას ვთხოვთ გამგეობას, სადაც მამას დასაფლავება გვინდოდა. დავწერეთ ეს წერილი, სოფელში მცხოვრებმა ყველა მუსლიმმა ხელი მოვაწერეთ და თვენახევრის წინ გამგეობაში შევიტანეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობს სოფელ ადიგენში გარდაცვლილი რევაზ მიქელაძის შვილი მანანა მიქელაძე. ადგილობრივმა ქრისტიანებმა სოფელში სწორედ რევაზ მიქელაძის დასაფლავება გააპროტესტეს, იმ მიზეზით, რომ ახალი სასაფლაოს გახსნის უფლებას სოფელში მუსლიმებს არ მისცემდნენ.

გარდა ადგილობრივი მუსლიმებისა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას იგივე შინაარსის წერილით, ოღონდ მუსლიმთა სამმართველოს სახელით, სამცხე–ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემაც მიმართა. პასუხს ვაშაყმაძეც ამ დრომდე ელოდება.

თუმცა, როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მამუკა კალანდაძე ამბობს, ადგილობრივ მუსლიმებსაც და მუფთსაც უკვე ეცნობათ იმის შესახებ, რომ გამგეობა აღნიშნულ საკითხს სწავლობს.

„ეს საკითხი 10–15 დღეში ვერ მოგვარდება, უნდა გაიგზავნოს მიწის რეგისტრაციაზე განცხადება და იქიდან მივიღოთ პასუხი. გასავლელია სხვა პროცედურებიც. ამ საკითხის განხილვას მუნიციპალური ქონების სამსახური უწევს კურირებას“, – ამბობს კალანდაძე და ამატებს – „შეძლებისდაგვარად ყველაფერი კარგად გადაწყდება“.

იურისტის იოსებ ხითარიშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც ადგილობრივი მუსლიმების წერილი შევიდა გამგეობაში, საქმის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაეწყოთ. წარმოების ვადა კი ერთი თვით განისაზღვრება.

„არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამას კომისიაზე გაიტანდნენ განსახილველად თუ ერთპიროვნულად მიიღებდა მოხელე გადაწყვეტილებას. თუ დავუშვათ, განმცხადებელს რაიმე დოკუმენტის დამატებას მოსთხოვდნენ, ამ დოკუმენტის წარდგენიდან საქმის განსახილველად კიდევ ერთი თვის ვადა აითვლებოდა“, – გვიხსნის ხითარიშვილი.

მისი განცხადებით, თუ აღნიშნულ საქმეზე 32–ე დღეს, ანუ ერთი თვის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოქმი არ გამოსცა, ეს ავტომატურად უარს ნიშნავს: „ამის შესახებ კი განმცხადებელს აუცილებად უნდა ეცნობოს. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს თუ ერთთვიან ვადაში საქმის განხილვა ვერ ესწრება დროის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ამის შესახებაც განმცხადებელს აუცილებლად უნდა ეცნობოს“.

როგორც „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე აცხადებს, უარის ან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებლებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

„თუ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია რომ თვითმმართველობამ საფლავისთვის ტერიტორია გამოყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანის უფლებების დარღვევა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა, რაც კანონით აკრძალული და დასჯადია“, – აცხადებს ანდღუალძე და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მუსლიმები სასამართლოს მიმართავენ, რეაგირება უკვე სახელმწიფოს მოუწევს და მუსლიმების საკითხი აუცილებლად დადებითად გადაწყდება.

კითხვებზე, უარის მიღების შემთხვევაში, ეცდებიან თუ არა მუსლიმები საკითხი სამართლებრივად მოაგვარონ და მიმართავენ თუ არა სასამართლოს, სამცხე–ჯავახეთის მუფთმა გვიპასუხა: „ჯერ ვერაფერს გეტყვით, პასუხს ველოდებით. ვფიქრობთ, რომ დადებითად გადაწყვეტენ“.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში ქრისტიანის, სოფელ ადიგენში კი მუსლიმის დასაფლავების პრობლემა შეიქმნა. ამის გამო ორივე სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. მისცემს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ქრისტიან, ასევე, მუსლიმ თემს სოფელში ახალი სასაფლაოს გახსნის უფლებას, ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის