FM97.5 / LIVE

სტუდენტობა ნაქირავებ ბინაში

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.11.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი არა აქვს. ახალგაზრდების 60 პროცენტი ნაქირავებ ბინაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

სტუდენტობა  ნაქირავებ ბინაში

ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტში 1300 სტუდენტი სწავლობს. 40 პროცენტი სხვა რეგიონებიდანაა ჩამოსული, 20 პროცენტი კი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან. სტუდენტების დიდი ნაწილი ყოველდღიურად სოფლებიდან დადის. ეს კი, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტარციაში ამბობენ სწავლების ხარისხზე ცუდად აისახება.

პირველკურსელი ნათია კაჭკაჭაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ცხოვრობს. სტუდენტი ნაქირავებ ბინაში 80 ლარს იხდის, ამას კომუნალური გადასახადებიც ემატება.

- ”საერთო საცხოვრებელი რომ ყოფილიყო, ამით დიდ შეღავათს გაუწევდი ჩემს ოჯახს. თვეში სულ მცირე 100 ლარი მჭირდება. ჩემი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და მამის ხელფასი 40 ლარია”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ სწავლის გადასახადი არ დაუფარა, უნივერსიტეტის დატოვება მოუწევს.

ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი ნელი რურუა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდანაა. იგი, სამ მეგობართან ერთად, ვარძიის ქუჩაზე, ერთ ოთახში ცხოვრობს. ასე ქირის გადახდა უფრო მარტივია: ”თვეში სახლიდან სულ მცირე, 300 ლარი მომაქვს. იმის გამო, რომ შორს ვცხოვრობ და პროდუქტები ვერ მომაქვს, ძირითადად ნახევარფაბრიკატებით ვიკვებებით, რაც ხარჯებს ზრდის. განსაკუთრებით მძიმე ზამთრის პერიოდია, ქირას გათბობის 50 ლარიც ემატება”.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წელს მძიმე სოციალური პირობების მქონე სტუდენტებისთვის პროფესორ-მასწავლებელთა საერთო საცხოვრებელში სამი ოთახი გამოყო, სადაც 12 ახალგაზრდა ცხოვრობს.

გიორგი ისაკაძე ბორჯომიდანაა. გასულ წელს ავტოავარიაში მოჰყვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მთელი წელი გააცდინა. ფინანსური პრობლემების გამო წელს ბინის დაქირავება ვეღარ შეძლო და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს: ”ოთახში ოთხი სტუდენტი ვვართ, ყველა კერძს კარტოფილისგან ვამზადებთ. რომ არა ეს საერთო საცხოვრებელი, არ ვიცი რას ვიზამდი”.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე სტუდენტური ქალაქის აშენებისთვის საქართველოს პრეზიდენტს ნებართვა სთხოვა. გაკეთდა პროექტიც, რომელიც ითვალისწინებდა სტუდენტური ქალაქის მშენებლობას ექვს ჰექტარზე. აქ უნდა ყოფილიყო საცხოვრებლების კორპუსები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა იმ შემთხვევისთვის, თუ უნივერისტეტის ადმინისტრაცია საკუთარი ხარჯებით მშენებლობის ერთ წელიწადში დამთავრებას უზრუნველყოფდა.

- ”უნივერსიტეტის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარამდეა. ასეთი გრანდიოზული მშენებლობის ერთ წელიწადში დასრულებას ვერ მოვახერხებდით. ამიტომ იძულებული გავხდით უარი გვეთქვა პროექტზე”, - განაცხადა გელაშვილმა.

უნივერისტეტის ადმინისტრაციაში საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია. რექტორის განმარტებით, სამსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა პირველი ადმინისტრაციული შენობის გვერდით, სტადიონის ტერიტორიაზე იგეგმება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის ხარჯები უნივერსიტეტმა უნდა დაფაროს, მშენებლობის პროცესის მალე დასრულება რთული იქნება. შესაბამისად, სტუდენტებს ნაქირავებ ბინებში კიდევ დიდხანს მოუწევთ ცხოვრება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი სჭირდება
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი დატოვა
ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
რატომ ცხოვრობს საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე უნივერსიტეტის  საერთო საცხოვრებელში
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება