სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასოდ გამოიკვლევენ

მთავარისაზოგადოება 10.11.2015
C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასო სკრინინგი დაიწყო. გამოკვლევების ჩასატარებლად რეგიონის ყველა ქალაქში მობილური ამბულატორიები გადაადგილდება.

სამცხე–ჯავახეთში  C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასოდ გამოიკვლევენ
უფასო სკრინინგი C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე გუშინ, 9 ნოემბერს დაიწყო და 2016 წლის თებერვლამდე გაგრძელდება.

„გუშინ ვიყავით ადიგენში და 12 და 13 ნოემბერსაც არის დაგეგმილი უფასო სკრინინგი ამ ქალაქში. სხვა მუნიციპალიტეტებში მომავალ კვირას გავალთ“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსი ნინო ზედგინიძე.

მისი თქმით ამ დრომდე გამოკვლევა 80–მდე პაციენტმა ჩაიტარა. დაფიქსირებულია დადებითი შემთხვევებიც:“ გამოვლენილი დაავადების პროცენტული რაოდენობა უახლოეს პერიოდში გვეცოდინება“, – ამბობს ნინო ზედგინიძე.

რეგიონის რომელ ქალაქში, რა დროს გავა მობილური ამბულატორიები ამისთვის განრიგია შედგენილი და ეტაპობრივად გამოქვეყნდება. უფასო სკრინინგის ჩატარება ნებისმიერ მსურველს ახალციხეშიც შეუძლია. მის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალციხის ლაბორატორია, ახალქალაქის გზატკეცილი; ტელ(+995) 0365 22 51 04;

C ჰეპატიტისა და აივ ინფექციაზე უფასო გამოკვლევების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქშია შესაძლებელი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2018 ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

20.02.2018 'რაბათის' კვალი [PhotoVideo]

20.02.2018 ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტის და აივ ინფექციის 72 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლები იწყება
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები დაიწყო
‘ვიტა მედში’ უფასო სკრინინგპროგრამა მიმდინარეობს
უფასო ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა ახალციხელებისთვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასოდ გამოიკვლევენ
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა