FM97.5 / LIVE

სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო

მთავარისამართალი 06.11.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის ბოლო პროცესზე პროკურორი შეიცვალა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
დღეს, 6 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროკურორ თამარ ზურაბაშვილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე რეპლიკა უნდა ეთქვა, თუმცა მის ნაცვლად სხდომაზე პროკურორი მამუკა ქომოშვილი გამოცხადდა.

„დღეს დილით თამარი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში მე ავიყვანე. რეპლიკა თუ უნდა ეთქვა მას ამ საქმეზე ამის შესახებ სხდომაზე ახლა გავიგე, ამიტომ გთხოვთ პროცესი გადადოთ“, – მიმართა სასამართოს ქომოშვილმა.

ქომოშვილის განცხადებამ დაცვის მხარის გაღიზიანება გამოიწვია. ბრალდებულების ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს განგებ აჭიანურებს.

„გამოსულიყო პროკურორი ელზა დურგლიშვილი, ის ამ საქმეში მონაწილეობდა. ორი თვე დასკვნით სიტყვისთვის გადავდეთ და ორწუთიანი რეპლიკის მომზადებას რა უნდოდა?! ხომ შეიძლებოდა რეპლიკა დაწერილი დაეტოვებინა ზურაბაშვილს და დღეს წაეკითხათ. ლერი სარაიდაროვს, რომელიც განყოფილების უფროსია, გადაეცით რომ ხალხის წვალებას თავი დაანებოს“, – მიმართა ადვოკატმა პროკურორს.

პროკურორის განმარტებით დღეს ზურაბაშვილს ბრონქიტი გაურთულდა და შესაბამის ცნობას სასამართლოში კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარადგენს.

ადვოკატი შიშობს, რომ შესაძლოა ბრადლებულებზე ზეწოლა განხორციელდეს და პროკურატურა საქმის დასრულებას სწორედ ამ მიზეზით აჭიანურებდეს.

მომავალი სხდომა 30 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება. პროკურორის რეპლიკის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო პოლიციამ მერაბიშვილი, ქასრაშვილი და ფარცახაშვილი 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრება. გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთადაა ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, თუმცა მისი საქმე მერაბიშვილისა და ქასრაშვილის საქმეს ცალკე გამოეყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ
ახალციხეში სახურავის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რას ამბობენ მოწმეები სახურავის საქმეზე
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
სახურავის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
რას ამბობენ მოწმეები ხე-მასალის შესახებ სახურავის საქმეზე