FM97.5 / LIVE

ქალაქი ნაგავსაყრელის გარეშე

მთავარისაზოგადოება 31.10.2012
ახალქალაქში არ არის ოფიციალური ნაგავსაყრელი. ადგილი, სადაც ახლა შპს ”სანიტარული დასუფთავება” ნაგავს ყრის, ადგილობრივ მცხოვრებთა საკუთრებაა. პოტენციურ ნაგავსაყრელზე, რომელიც სტანდარტებს სავსებით შეესაბამება, მათ ახლომდებარე სოფლის ხოსპიოს მოსახლეობა არ უშვებს

ქალაქი ნაგავსაყრელის გარეშე
წლებია შპს "სანიტარული დასუფთავების" მანქანები ახალქალაქის ნაგავს ახალქალაქის კოლეჯის ახლომდებარე ტერიტორიაზე, ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ყრიან. ეს მიწები სოფელ ბავრას მკვიდრთა საკუთრებაა, ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო ამ მიწებს არ ამუშავებენ. გარდა ამისა, ეს ტერიტორია ძალიან ახლოსაა საცხოვრებელ სახლებთან, რომლის მცხოვრებლებიც მათ ეზოებსა და მინდვრებში გავრცელებულ უსიამოვნო სუნსა და ანტისანიტარიულ მდგომარეობაზე მუდმივად ჩივიან. ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება.

რამდენიმე თვის წინ შპს "სანიტარული დასუფთავების" ხელმძღვანელობამ ნაგვის დასაყრელად გაცილებით მოსახერხებელი ადგილი იპოვა. ეს არის დიდი ორმო, ყოფილი კარიერი ქალაქიდან საკმაოდ შორს, თუმცა ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოსთან ახლოს მდებარეობს. ხოსპიოს მთელმა მოსახლეობამ ამ ადგილის ნაგავსაყრელად გამოყენებას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. 28-29 სექტემბერს ადგილობრივმა მკვიდრებმა ნაგვის მანქანებს გზა გადაუკეტეს და სოფლის ახლოს მდებარე ახალ ნაგავსაყრელზე ნაგვის გადმოტვირთვის საშუალება არ მისცეს.

ხოსპიოს მცხოვრები, დაახლოებით 50 წლის ქალბატონი მათ შორის, ვინც ნაგვის მანქანებს გზა გადაუკეტა, პირადად არ ყოფილა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ადგილის ნაგავსაყრელად გამოყენება დაუშვებელია.

"აქ ნაგავი რამდენჯერმე გადმოტვირთეს. ქარი უსიამოვნო სუნს ავრცელებს და ცელოფნის პარკებს აქეთ-იქით ყრის. ჩვენ საძოვარი არ გვაქვს, ჩვენი საქონელი ამ კარიერზე ბალახობს, მათ რომ ცელოფნის პარკი გადაყლაპონ, დაიხრჩობიან და ვერ ვუშველით", - ამბობს იგი.

შპს "სანიტარული დასუფთავების" დირექტორი პარგევ იორდანიანი მიიჩნევს, რომ ეს ადგილი ნაგვის გადმოტვირთვისთვის ძალიან მოსახერხებელია და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

"რამდენიმე ხნის წინ თბილისიდან ჩამოვიდნენ, ამ ადგილის ფოტოები გადაიღეს და დაგვპირდნენ, რომ კარიერიდან 2 ჰექტარ ტერიტორიაზე შეადგენდნენ პასპორტს, რომ ეს ადგილი ოფიციალურად იქნას ნაგავსაყრელად გამოყენებული. სიახლეები აქამდე არაფერია", - ამბობს იგი.

ამის შემდეგ შპს "სანიტარული დასუფთავების" მანქანები კვლავ ძველ ადგილას ყრიან ნაგავს, თუმცა, ახლა სერიოზულად აჯანყდნენ სოფელ ბავრას მცხოვრებლები, ვის მიწებზეც ნაგავი იყრება.

"ბავრას მცხოვრებლები ნაგვის დაყრას ადრე არ გვიშლიდნენ, ახლა კი ბიზნესზე ფიქრობენ, ამ მიწებს ძალიან აქტიურად იღებენ ქირით. ახლა გვეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში მთელი ნაგავი უნდა ავიღოთ და აქ აღარ დავყაროთ. რამდენიმე დღის შემდეგ ნაგვით დატვირთული მანქანები გამგეობის წინ იდგება, შემდეგ ვნახავთ, სად წავიღებთ. უნდა გადაწყვიტონ, რა გაკეთდეს. რა უნდა თქვას ხელმძღვანელობამ, ეს ყველაფერი უკანონოა, ჩვენ არანაირი დოკუმენტები არ გაგვაჩნია. ამაზე ფიქრია საჭირო", - ამბობს პარგევ იორდანიანი.

შპს "სანიტარული დასუფთავების" დირექტორის თქმით, გასულ წელს მან საქართველოს პარლამენტს მიწერა წერილი, რათა ახალქალაქის ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის საკითხი ოფიციალურად გადაეწყვიტათ. პასუხში ეწერა, რომ ეს პრობლემა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს.

"ხელში ოფიციალური ქაღალდი რომ მქონოდა, ხოსპიოელების ვერნაირი საჩივარი ვერ შემაჩერებდა", - ამბობს პარგევ იორდანიანი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ არ იცის, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. გამგეობაში გვითხრეს, რომ არ იციან, ვის შეუძლია ჩვენთვის ახალქალაქის ნაგავსაყრელის საკითხზე პასუხის გაცემა. რჩება რამდენიმე დღე, შემდეგ კი შპს "სანიტარული დასუფთავება" ნაგვის `არალეგალურ" ნაგავსაყრელზე დაყრას ვეღარ შეძლებს. სად უნდა დაიცალოს ნაგვის მანქანები? აი კითხვა, რომელიც ახლა ბევრს აღელვებს.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება
ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე

ბედის ანაბარად მიტოვებული ბაზარი
ახალქალაქის სოფლებში სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელები დაასუფთავეს
თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან