FM97.5 / LIVE

ევროკავშირის კულტურის კვირეულს ახალციხე 6 ნოემბერს უმასპინძლებს

მთავარისაზოგადოება 04.11.2015
6 ნოემბერს ახალციხე უმასპინძლებს „ევროკავშირის კულტურის კვირეულს“, რომელიც საქართველოს შვიდ ქალაქში იმართება.

ევროკავშირის კულტურის კვირეულს ახალციხე 6 ნოემბერს უმასპინძლებს

ღონისძიებები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. კერძოდ: 18:00 საათზე , დაგეგმილია ფოტო გამოფენა - „ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“, 19:00 საათზე კი ცეცხლოვანი ქუჩის თეატრი გამართავს წარმოდგენას.

ახალციხეში ღონისძიებებს დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იანოშ ჰერმანი. ასევე სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში – აკაკი მაჭუტაძე.

ვროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული თემაზე - კულტურული კავშირები, 31 ოქტომბრიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით დაიწყო.

ღონისძიებები 8 ნოემბრამდე გაიმართება საქართველოს შვიდ ქალაქში: თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღში, რუსთავსა და ფოთში. წარმოდგენებს გამართავენ ლიტველი, გერმანელი, პორტუგალიელი, ავსტრიელი, პოლონელი, ჰოლანდიელი, ბულგარელი და ფრანგი ხელოვანები.

„30-ზე მეტი ხელოვანი ევროკავშირის რვა ქვეყნიდან საქართველოს შვიდ ქალაქში 20 ღონისძიებას ჩაატარებს. ევროკავშირის კულტურის კვირეული გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და თეატრის დახმარებით ხაზი გაუსვას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების საერთო კულტურულ ფასეულობებს“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი:
31 ოქტომბერი, 13:00 საათი - გართობა და თამაში ბავშვებისთვის, მწერალთა სახლი, თბილისი; 19:00 საათი - ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტი, სახელმწიფო კონსერვატორია;

1 ნოემბერი 19:00 - ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტი, თელავის თეატრი;

2 ნოემბერი, 19:00 საათი - საუბრები თანამედროვე თეატრზე, თელავის თეატრი;

3 ნოემბერი, 19:00 საათი - რიხარდ შუბერტის საღამო თბილისის მწერალთა სახლში და ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში;

4 ნოემბერი, 16:00 საათი - ფოტოგამოფენა „ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს სიღნაღის მუზეუმში; 19:00 საათი -პორტუგალიური მუსიკალური ანსამბლის SUEST’ ARTE-ს კონცერტი სამეფო უბნის თეატრში, თბილისში; რიხარდ შუბერტის საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში;

5 ნოემბერი, 18:00 საათი- პოლონელი მხატვრის, სცენის დეკორატორისა და რეჟსორის, ტადეუშ კანტორის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მწერალთა სახლში, თბილისში;

6 ნოემბერი, 13:00 საათი - ჰოლანდიური ორგანიზაციის CINEKID-ის ვორქშოპები ბავშვებისა და მოზარდებისთვის მწერალთა სახლში, თბილისში; 18:00 საათი - ტადეუშ კანტორის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მწერალთა სახლში, თბილისში; 18:00 საათი - ფოტოგამოფენა „ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“ რაბათის ციხესიმაგრეში (ახალციხე); 19:00 საათი - ცეცხლოვანი ქუჩის თეატრი რაბათის ციხესიმაგრეში; 19:00 საათი -პორტუგალიური მუსიკალური ანსამბლის SUEST’ ARTE-ს კონცერტი ფოთის ვალერიან გუნიას თეატრში; 23:00 საათი - DJ TRIPEO / დარკო ესერი (ბასიანი /Bassiani);

7 ნოემბერი, 12:00 – „CINEKID წარმოგიდგენთ“, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის თეატრი; 17:00 საათი - „აუგუსტ ზანდერის მიხედვით“, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი; 19:00 საათი - ცეცხლოვანი ქუჩის თეატრი, თავისუფლების მოედანი, რუსთავი;

8 ნოემბერი, 12:00 საათი - „CINEKID წარმოგიდგენთ“, სიღნაღის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.

კვირეულის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხემ ევროკავშირის კულტურის კვირეულს უმასპინძლა
30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს
25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს
ხვალ ახალციხეს კულტურის მინისტრი ეწვევა
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ღონისძიებათა განრიგი
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში