FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.11.2015
საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალციხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა და სასკოლო წიგნები გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა

1 800–მდე წიგნი ახალციხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად პროექტის „მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში გადაეცა. წიგნები თბილისში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში გროვდება, რის შემდეგაც რეგიონებში ნაწილდება.

„აქციის მიზანს ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან დაახლოება წარმოადგენს“, – ამბობს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ წევრი დავით მღებრიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ წიგნები ძირითადად მუნიციპალიტეტში მომქედ ორ ბიბლიოთეკას გადაეცემა, რომლებიც აწყურსა და ვალეში ფუნქციონირებს.

„ასევე შევეხმიანებით სკოლის ბიბლიოთეკებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, სად რა მოთხოვნა იქნება წიგნებს დავურიგებთ“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი გიორგი ჟუჟუნაძე.

პროექტი „მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებულია. აღნიშნული პროექტი საქართველოს პატრიარქის ლოცვა–კურთხევით 2014 წელს დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა სოფლებში არსებული ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება მომავალშიც გაგრძელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ
1 მაისიდან პროექტის 'წიგნი ყველა სოფელს' ახალი ეტაპი იწყება
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ
პამაჯის სკოლას 500 წიგნი საჩუქრად გადაეცა
ბორჯომს 'მოსიარულე ბიბლიოთეკა' ეწვევა