FM97.5 / LIVE

ბექა მინდიაშვილი: ‘მოხეს მეჩეთის შესახებ დასკვნა არასდროს დაიდება’

მთავარისაზოგადოება 04.11.2015
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია დასკვნას არასდროს დადებს და აღნიშნული კომისიის შექმნით, მოხეში კონფლიქტი დროებით გაყინეს.

ბექა მინდიაშვილი: ‘მოხეს მეჩეთის შესახებ დასკვნა არასდროს დაიდება’

მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია ბოლოს 2 ნოემბერს შეიკრიბა. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სხდომაზე გადაწყდა, რომ ნოემბერში სააგენტოს თავმჯდომარე მუსლიმი თემის უხუცესებს შეხვდება.

კომისია დაახლოებით ერთი წელია მუშაობს, თუმცა, როგორც კომისიის წევრებისგან ირკვევა, მას კონკრეტულად შენობის წარმომავლობის დასადგენად რაიმე აქტივობა არ განუხორციელებია.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომისიის ამოქმედება არის კონფლიქტის გაყინვა და არა გადაჭრა.

„უპირველეს ყოვლისა დიდი უსამართლობა იქნება, თუ ღიად არ ვიტყვით, რომ ეს ისტორიული მეჩეთია, რაც აბსოლუტურად ყველამ კარგად იცის. ეს დავა კი მგონია ხელოვნურ ნიადაგზე წარმოქმნილი იმისთვის, რომ მეჩეთის მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი გაყინულიყო“, – ამბობს მინდიაშვილი და ამატებს, რომ კომისიის შექმნა ეს არ არის გზა, რომელიც რაღაც შედეგებამდე მიგვიყვანს, მეჩეთის მესაკუთრისთვის დაბრუნების აუცილებლობა დღეს თუ არა ხვალ მაინც დადგება.

კითხვაზე, რა უშლის კომისიას ხელს იმაში, რომ შენობის წარმომავლობა დაადგინოს და კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშაოს, მაშინ როცა კომისია, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, მინდიაშვილი გვპასუხობს: „ერთი ეს არის საპატრიარქოს ნება, მეორე ეს არის ქვეშევრდომური დამოკიდებულება სახელმწიფოსი საპატრიარქოს გავლენისადმი, რომელსაც ბოლო 20 წელია მეტად თუ ნაკლებად ყველა ხელისუფლება იჩენს“.

მისი თქმით, გუბერნატორი და სხვა მოხელეები წარმოქნილ დავაში მხარეს წარმოადგენენ უმრავლეობის სასარგებლოდ: „ეს მხოლოდ ამ რეგიონში კი არა, აჭარაშიც ასე ხდება. ამგვარი მიკერძოება კი აღვივებს კონფლიქტურ ფონს და არანაირად არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას“.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, საბოლოოდ დადებს თუ არა კომისია რაიმე დასკვნას, გვპასუხობს: „ეს დასკვნა არასდროს დაიდება. ჩვენ ვიცით ასეთ საკთხებზე მომუშავე არა ერთი კომისია. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, თუ გინდა რომ არაფერი გააკეთო, კომისია უნდა შექმნა“.

მინდიაშვილის განმარტებით, კომისიის დასკვნა იმიტომ არ დაიდება არასდროს, რომ აღნიშნული შენობა ისტორიული მეჩეთია და კომისია საპატრიარქოს ნების წინააღმდეგ არასდროს წავა: „სახელმწიფოს არ სურს, რომ იხილოს საქართველოში გახსნილი მეჩეთები, იხილოს გახსნილი სომხური ეკლესიები, გახსნილი კათოლიკური ეკლესიები, ეს არ არის სახელმწიფოს ნება“.

მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ მოხეში გაყინული კონფლიქტი ოდესმე აუცილებლად გალღვება: „მომავალი თაობებისთვის ასეთი ტიპის გამოწვევების გადაცემა არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლებების მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ოცნების“ მხრიდან. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც აღასრულებს ქვეყანაში კანონის უზენაესობას და ყველა რელიგიურ გაერთიანებას მოეპყრობა სწორედ კანონის გამოყენებით“.

მისივე თქმით, სხვაგვარად საქართველოში ვერ მივიღებთ ვერც ტოლერანტულ გარემოს და ვერც მშვიდ თანაცხოვრებას განსხვავებულ რელიგიებს შორის: „მუსლიმური თემის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები, სადაც ხშირად ხელისუფლება იყო ჩართული, სწორედ ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს
EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
EMC: ‘ძალადობრივმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანოს’
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
მოხეს მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, შენობის წარმომავლობა კი ისევ გაურკვეველია