"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალგაზრდა ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ევროპულ ფასეულობებზე ისაუბრებენ

მთავარიპოლიტიკა 03.11.2015
აზერბაიჯანის, ბელარუსიის, უკრაინის, სომხეთის, ბულგარეთისა და საქართველოს ექვსი ახალგაზრდა პოლიტიკური ექსპერტი ხვალ, 4 ნოემბერს 17:00 საათზე, ახალციხის ციხეზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ახალგაზრდა ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ევროპულ ფასეულობებზე ისაუბრებენ

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში, ახორციელებს პროექტს "ევროპა ჩემოდანში”, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა პოლიტიკური ექსპერტები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეხვედრები შემდეგ თემებზე ტარდება: საქართველო ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევრაზიულ კავშირს შორის; რას სთავაზობს ევროინტეგრაცია საქართველოს, რამდენად თანხვედრაშია საქართველოს შესაძლებლობები ევროპულ სტანდარტებთან, საქართველოს გამოწვევები; აღმოსავლეთ ევროპა: სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირსა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის; საქართველო-რუსეთის ურთიერთობა: არის კი გაზი ახალი ვექტორი ამ ურთიერთობებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა, სომხეთის ევრაზიული არჩევანი. უვიზო გადაადგილება, ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განსაკუთრებულობა.

ფიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის 2006 წლიდან აქტიურად საქმიანობს სამხრეთ კავკასიაში. ფონდმა მოღვაწეობა აზერბაიჯანში დაიწყო, სადაც ატარებდა ღონისძიებებს პოლიტიკური განათლების საკითხებზე, ხოლო 2002 წელს, სომხეთსა და საქართველოშიც შეუდგა მუშაობას.

დღეს უკვე ფიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში აქტიურად საქმიანობს. მისი საქმიანობის მთავარი საკითხია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თანამედროვე დემოკრატიებად გარდაქმნის პროცესი, რომლებსაც ექნებათ საბაზრო ეკონომიკისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე აგებული თავისუფალი პოლიტიკური სისტემები.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2017 მოქალაქე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი პოლიციის სახელით ემუქრება

29.03.2017 ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს

29.03.2017 ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]

28.03.2017 ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი – დისკუსია ახალციხეში
ევროკავშირის ახალი გამოწვევები – შეხვედრა ახალციხეში
ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალციხეში რვა ქვეყნის ექსპერტმა ისაუბრა
‘მშვიდობის მშენებლობის პროცესში’ ახალგაზრდების როლზე მრგვალ მაგიდასთან ისაუბრებენ
„კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“ – ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება