FM97.5 / LIVE

რას უჩივიან ახალციხეში მძღოლები

მთავარისაზოგადოება 30.10.2012
განტვირთა თუ არა საგზაო ნიშნებმა და შუქნიშნებმა მოძრაობა ქალაქში; რას უჩივიან მძღოლები და რას ამბობენ ფეხით მოსიარულეები;

რას უჩივიან ახალციხეში მძღოლები
ახალციხეში მცხოვრები ციცო ბახტურიძე ამბობს, რომ საგზაო ნიშნებმა ქალაქში მოძრაობა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გახადა. თავად ქვეითთა გადასასვლელებით სარგებლობს, თუმცა, მისი დაკვირვებით, ყველა მის მსგავსად არ იქცევა.

”არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯერ არ გაუაზრებიათ და არ იციან მოძრაობის წესები. ყველაზე კარგი, სადაც ეს შუქნიშნები გაკეთდა, ცხრა აპრილის გადასახვევია. აქ ადრე დღე არ გავიდოდა, რომ სახიფათო სიტუაცია არ შექმნილიყო”, - ამბობს იგი.

ბახტურიძეს ეთანხმება გოჩა კაპნაძე, რომელიც 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. მისი თქმით, მოძრაობა შედარებით მოაწესრიგდა, თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება: ”ხანდახან არღვევენ მოძრაობის წესებს, ამ ყველაფერთან შეჩვევას ალბათ დრო სჭირდება. ცხრა აპრილის გადასახვევთან სანამ შუქნიშნებს დაამონტაჟებდნენ, ორი ავარია მოხდა. სამწუხაროდ, ორივე მსხვერპლით დასრულდა. აღსანიშნავია ის, რომ მდგომარეობა ამ ტერიტორიაზე შედარებით უკეთესობისკენ შეიცვალა”.

ახალციხეში საგზაო ნიშნები მიმდინარე წლის ზაფხულში დამონტაჟდა. მოინიშნა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებიც, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ამ გადასასვლელით ყველა არ სარგებლობს. გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის წესებს ხშირად ისევ არღვევენ მძღოლები. ეს ყველაფერი კი კვლავ ქმნის საავარიო სიტუაციებს.

”ქვეითების და მძღოლების უმრავლესობა არ იცავს საგზაო წესებს. სამწუხაროდ, ხშირად პატრულიც არ რეაგირებს სათანადოდ. მაგალითად, ფეხოსნებს, როცა 2-3 მეტრშია გადასასვლელი, იქამდე მისვლა ეზარებათ და მოშორებით გადადიან. „ზებრა გადასასვლელის“ დანიშნულება ყველას უნდა ესმოდეს”, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ გააუქმეს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი თამარაშვილის ქუჩაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრედოს” მიმდებარე ტერიტორიაზე: ”ხალხი ამ გადასასვლელით ყველაზე ხშირად საგრებლობდა, რადგან ორივე მხრიდან სავაჭრო ცენტრია”.
მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ზოგი საგზაო ნიშანი არასწორ ადგილზეა დამონტაჟებული.

”იუსტიციის სახლთან რომ შუქნიშანია, არასწორად დგას. ბოლომდე, რომ ჩადის გზა, იქ უნდა იდგეს, იქიდან ამომავალმა მანქანამ თავისუფლად რომ იმოძრაოს. ასეთივე მდგომარეობაა ”პოპულართან”, - ამბობს რობიზონ ნადიბაიძე და აქვე ამატებს, ”მოძრაობა უკეთესი იქნება, ქვეით მოსიარულეები გადარბენებს თუ გადაეჩვევიან”.

საგზაო ნიშნების დამონტაჟებისას დაშვებულ შემცდომებზე საუბრობენ თამარაშვილის ქუჩაზე, ეგრეთწოდებულ ივერიის ბინაში მცხოვრებლებიც. მათი განცხადებით, იმ მონაკვეთზე, სადაც გზის გადაკვეთა უწევთ, არც ქვეითთა გადასასვლელია და არც ტროტუარია ბოლომდე მიყვანილი.
”გზაზე ყოველთვის შიშით გადავდივარ. სამანქნო გზის ერთ ზოლში გვიწევს სიარული, რაც დიდ საფრთესთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ბავშვების გამო გვეშინია, მათი მარტო გაშვება გვიჭირს”, - ამბობს ირა მოდებაძე.

ამავე ბინაში მცხოვრები ლალი ტონოკონიანი გვეუბნება, რომ პრობლემის მოგვარება მათ წინასააარჩევნოდ მათთან მისულ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს ვაჟა ჩოტაშვილს სთხოვეს: ”ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი. ვთხოვთ, იქნებ შეგვისრულონ დანაპირები, სანამ რამე უბედურება დატრიალდეს”.

ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას მძღოლებიც გამოთქვამენ.

”შუქნიშანი აღმართზე დგას, როცა აჩერებენ დიდი მანქანები, ათი წამი ანდომებენ დაძვრას, რაც დიდ შეფერხებას იწვევს შემდგომში. ეს უფრო მეტ პრობლემებს შექმნის ზამთარში”, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

იგივე პრობლემებს ხედავენ მძღოლები ”პოპულართან”. ისინი ამბობენ, რომ მოძრაობა კიდევ უფრო მოწესრიგდება, თუ ამ ხარვეზებს გაითვალისწინებენ და გარდა ამისა, ქუჩაში დამონტაჟდება ვიდეოთვალიც.

”ზოგჯერ ჯიუტი მძღოლი არღვევს წესებს და წითელზე გარბის. კარგი იქნება თუ ვიდეო თვალიც დამონტაჟდება. რაც შეხება პრობლემებს, ჩემი აზრით, ზამთარში მძღოლებს ყოფილი პოლიციის შენობის ასახვევთან გაუჭირდებათ, ძნელი იქნება მოყინულზე მანქანის დაძვრაც და გაჩერებაც”,- ამბობს ტაქსის მძღოლი იური ტაბატაძე.

მალხაზ ავათიანი კი გვეუბნება, რომ ყურადღება იმასაც უნდა მიაქციონ, რომ შუქნიშნები ბავშვების სათამაშო არ გახდეს: ”ერთ- ერთი დიდი პრობლემა მეხუთე საჯარო სკოლასთან მდგარი შუქნიშანია. ბავშვები ხშირად ტყუილად აჭერენ ხელს ღილაკს, ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ”.
ზამთარში მოსალოდნელ პრობლემებზე ავტოსკოლის მასწავლებელი კუკური ასპანიძეც საუბრობს. მისი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად მაინც ქვეით მოსიარულეები არღვევენ წესებს. მისი ვარაუდით, ეს დროებითია და შეუჩვევლობის ბრალია.

მისივე თქმით, რაც გაკეთდა ძალიან კარგია, თუმცა, ზოგან შეცდომები ნამდვილად არის: ”მაგალითად, საგზაო მონიშვნა თამარ მეფის ძეგლთან არასწორადაა დახაზული. ეკლესიასთან რომ მივდივართ, უნდა შეუხვიოთ მარცხნივ, იქ არის პირიქით, დახაზულია მარჯვნივ და ეს გამოსასწორებელია”.

ასპანიძე იმ მონაკვეთებსაც ასახელებს, სადაც შუქნიშნების დამონტაჟება აუცილებელია: ”ჩემი აზრით, ორბელიანის ჩამოსახვევთან თუ შუქნიშანს გააკეთებენ, კარგი იქნება. მანდ ტრანსპორტის დიდი ნაკადია, მეორე მხრიდან მოძრავი მანქანა დიდხანს ჩერდება, ამის გამო ძირითადი ქუჩა გადატვირთულია. ასეთი პატარა პრობლემები აუცილებლად გასათვალისწინებელია”.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოძრაობა წესების გარეშე
ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა
როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას
”ავარიების შიშით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ”
„არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ – აქცია ახალციხეში

ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს