FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდებს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ ასწავლიან

მთავარისაზოგადოება 31.10.2015
სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ახალგაზრდები მრავალფეროვნების პლურალიზმისა და რელიგიური ტოლერანტობის შესახებ სალექციო კურსს გადიან;

სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდებს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ ასწავლიან
დღეს, 31 ოქტომბერს, სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა თემაზე – ტოლერანტობის კულტურა და რელიგია, ლექცია წაიკითხა. რელიგიათმცოდნე სოფო ზვიადაძემ კი საზოგადოებაში უცხოს ფენომენის შესახებ ისაუბრა.

„რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა დაიწყოს კრიტიკული გადაფასება იმ რეალობისა, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც პერიოდულად ილახება განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების უფლებები“, – ამბობს მინდიაშვილი.

მისი თქმით, განსხვავებული კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის არ ცოდნა საზოგადოებაში სტერეოტიპებს აღვივებს და აყალიბებს. ამგვარი შეხვედრები კი ვითარებას ნაბიჯ–ნაბიჯ ცვლის: „დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები ძალიან გულწრფელად იზიარებდნენ საკითხებს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების ურთერთდამოკიდებულების შესახებ“.

პროექტს – „მრავალფეროვნების პლურალიზმის და რელიგიური ტოლერანტობის სალექციო კურსი სამცხე–ჯავახეთში და აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ ახორციელებს „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.თუმცა, მანამდე ვიდრე აღნიშნული პროექტის აჭარასა და სამცხე–ჯავახეთში განხორციელებას დაიწყებდნენ, რელიგიის შესახებ ლექციებსა და შეხვედრებს თბილისში სტუდენტებისთვის მართავდნენ.

„გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებთან რელიგიის საკითხებში წამყვანი სპეციალისტები კითხულობდნენ ლექციებს, ასევე, ვახვედრებდით მას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, ისლამზე საუბრისას მოლას, იუდაიზმზე საუბრისას რაბინს და ა.შ. სტუდენტები მიგვყავდა კრიშნაიდების ტაძარში, სინგაოგაში“, – ამბობს პროექტის კოორდინატორი ელენე ნოდია.

პროექტი რვა თვიანია და იგივე აქტივობები სამცხე–ჯავახეთსა და აჭარაშიც განხორციელდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა
კონკურსი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კონკურსი სტუდენტებისთვის
TDI–მ ახალციხელი სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა
ახალგაზრდულმა კლუბებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო სექტორთან
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა