FM97.5 / LIVE

ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას

მთავარიპოლიტიკა 31.10.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა და ქალაქის მერმა ამომრჩევლებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.

ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას

ანგარიშის წარდგენისას მერიც და დეპუტატებიც, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განხორციელებულ პროექტებსა და შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობდნენ.

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ ყურადღება გაამახვილა 2014 წლის 15 ივნისიდან დღემდე ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტულ პროექტებზე, განათლებისა და სოციალურ პროგრამებზე.

„ეს იყო ანგარიში ყველა სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე გავაცანით მოსახლეობას მერიისა და საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა, ბევრმა ადამიანმა არ იცის რა კეთდება“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერიას მუშაობის ტემპი დაუწუნა. მალხაზ გიქოშვილის რეპლიკას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას „მე ყოველთვის მაქვს პრეტენზია ტემპზე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დროულად და არ უნდა გაიწელოს საქმე. აქცენტი ადმინისტრაციულ შენობაზე გავაკეთე, რადგან ჩვენ დღეს ფაქტობრივად მუშაობის საშუალება არ გავქვს. წელიწადნახევარია რაიკომის ყოფილ შენობას არემონტებენ და დღესაც არ დაუსრულებიათ“, – განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც ძირითადად მერიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს და ადგილობრივ თვითმმართველობას მადლობა გადაუხადეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ პრობლემები კიდევ არსებობს.

ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას თამარაშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებელმა ქალაქის მერს შენობის ფასადის გალამაზება და ლიფტის შეკეთება სთხოვა. გიორგი კოპაძემ აღნიშნა, რომ ლიფტზე მუშაობა არ დაუწყიათ, თუმცა აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან. რაც შეეხება შენობის ფასადს, რვასართულიანის ფასადი, სხვა შენობებთან ერთად, მომავალ წელს აუცილებლად გაკეთდება.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამარ გოგოლაძის თქმით, საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გამართავენ. დღევანდელი შეხვედრის შესახებ კი მათ ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებმა მიაწოდეს. ასევე საკრებულომ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებითაც გაავრცელა. შესაბამისად შეხვედრაზე დასწრების უფლება ყველა მსურველს ჰქონდა.

„საკრებულოს წევრს წლიწადში ერთხელ ანგარიშის წარდგენა ევალება. შეიძლებოდა, რომ ამ ფორმით არ შევხვედროდი ამომრჩევლებს და წერილობით გამოგვექვეყნებინა ანგარიში. მაგრამ ვარჩიეთ, რომ ერთად წარვმდგარიყავით და ერთად გვესაუბრა ამ სამუშაოებზე“, – ამბობს თამარ გოგოლაძე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ დეპუტატების მიერ მომზადებული ანგარიში ათი დღის ვადაში მერიის ვებ–გვერდზე აიტვირთება.

შეგახსენებთ, ანგარიშის წარდგენას არ დასწრებია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური.

„საკრებულოს უნდა წარედგინა ანგარიში და არა კოპაძეს. დარბაზში რომ შევედი, რამდენიმე წუთი გავჩერდი, კოპაძე რაღაც ზღაპრებს ყვებოდა. გარემოცვასაც გადავხედე, იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სამსახურები აქვთ, ან მათი ნათესავები არიან. ამიტომ ავდექი და გამოვედი“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური, რომელმაც დარბაზი ანგარიშის წარდგენის დაწყებიდან მალევე დატოვა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯიმშერ გოგოლაური: შეხვედრაზე ქალაქის მერის ზღაპრების მოსასმენად არ მივსულვარ
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიებმა, წლიური ანგარიში ვადის ამოწურვის ბოლო დღეს წარადგინეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს წარუდგენენ
‘ინფრასტრუქტურის სამსახური არ მუშაობს’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე