FM97.5 / LIVE

ჯიმშერ გოგოლაური: შეხვედრაზე ქალაქის მერის ზღაპრების მოსასმენად არ მივსულვარ

მთავარიპოლიტიკა 30.10.2015
რატომ დატოვა ახალციხის საკრებულოს ანგარიშის წარდგენისას დარბაზი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა და რაზე უნდა ესაუბრა ჯიმშერ გოგოლაურს აღნიშნულ შეხვედრაზე;

ჯიმშერ გოგოლაური: შეხვედრაზე ქალაქის მერის ზღაპრების მოსასმენად არ მივსულვარ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტის საკრებულომ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, დაწყებისთანავე დატოვა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა. უმცირესობის წარმომადგენლის პროტესტი ქალაქის მერის გიორგი კოპაძის ანგარიშის წარდგენამ გამოიწვია.

„საკრებულოს უნდა წარედგინა ანგარიში და არა კოპაძეს. დარბაზში რომ შევედი, რამდენიმე წუთი გავჩერდი, კოპაძე რაღაც ზღაპრებს ყვებოდა. გარემოცვასაც გადავხედე, იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სამსახურები აქვთ, ან მათი ნათესავები არიან. ამიტომ ავდექი და გამოვედი“, – განაცხადა ჯიმშერ გოგოლაურმა.

მისივე თქმით, როცა აღნიშნული შეხვედრა იგეგმებოდა, მან საკრებულოს შესთავაზა, რომ დეპუტატები მოსახლეობასთან შესახვედრად თავად გასულიყვნენ: „ისინი იტყოდნენ რა გაკეთდა და რა არა. რაში აწყობდა უმრავლესობას აჟიოტაჟის ატეხვა, თვითონ მოიყვანეს ვინც უნდოდათ. ამას ქვია მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება?!“

ჯიმშერ გოგოლაურმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც ანგარიშის წარდგენისას უნდა ესაუბრა: „უნდა გვესაუბრა 2014 წლის ივნისიდან დღემდე, რა გავაკეთეთ, რამდენჯერ შევხვდით მოსახლეობას. მე მოსახლეობას ხშირად ვხვდები. ძალიან ბევრ პრობლემაზე საუბრობენ, აქვთ დასაქმების პრობლემა, პენსია არ გაიზარდა, არ შესრულდა საარჩევნო დაპირებები, სოციალური დახმარებები მოეხსნათ, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების პრობლემებზე უნდა მესაუბრა. როგორ სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ასე შემდეგ“.

მისი თქმით, ის ყველაფერი, რაზეც საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, მიღწევები კი არა მათი მოყოლილი ზღაპრებია: „კონკრეტულად ამოვიღოთ სიები, იმ მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ვეტერანებს, სოციალურად დაუცველებს რა დახმარება მისცეს. ერთადერთი კარგი პროგრამა რაც იყო, აგროსესხებს რომ გასცემდნენ, ისიც გააუქმეს“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ აქციაში მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო