სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 30.10.2015
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად, ახალციხეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„აღნიშნული შეხვედრები პირველ რიგში ემსახურება არსებული დოკუმენტების – ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასევე გვინდა მოვისმინოთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან რეგიონის პრობლემების შესახებ“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაციები და მნიშვნელოვანი შენიშვნები გვაქვს, ეს ალბათ უნდა მოხდეს სინქრონში, ხელისუფლებამ, პალამენტმა, სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაონ. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებები, თუნდაც შეღწევადობის თვალსაზრისით. ასევე ძალიან მაინტერესებს იქნება თუ არა ამ პროცესში ჩართული რეპატრიაციის პრობლემები, რადგან ამ პროცესში სერიოზულად ირღვევა ადამიანის უფლებები“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები სამთავრობო გეგმის განახლების პროცესში აისახება.

ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე საჯარო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა
„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ მუშაობის აქტურ რეჟიმში გადადის
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომელებს ანგარიში წარუდგინეს
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
ადამიანის უფლებების დაცვაზე საჯარო მოხელეებისათვის სემინარი იმართება
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა