FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს

მთავარიპოლიტიკა 29.10.2015
ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აქვთ, მათ შორის, კობა გელაშვილი ლიდერობს. შესაძლოა თუ არა, რომ საკრებულოში გელაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დადგეს?!

ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
ახალციხის საკრებულოს სხდომა გასული წლის 14 ივლისიდან დღემდე 27–ჯერ გაიმართა, მათ შორის, ხუთი რიგგარეშე იყო.

საკრებულოში შემავალი 15 დეპუტატიდან გაცდენებით კობა გელაშვილი ლიდერობს. მას 15 გაცდენა აქვს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რატომ აცდენს სხდომებს, გელაშვილმა ტელეფონის გათიშვით გვიპასუხა.

ახალციხის საკრებულოში, როგორც წესი სხდომა ყოველ თვეში მინიმუმ ერთხელ იმართება. სხვა რიგგარეშე სხდომებს, ან იმ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა სხდომა თვეში ორჯერ ჩატარდა, გამოდის რომ გელაშვილი საერთო ჯამში სხდომებს ერთი წლის განმავლობაში არ დასწრებია. არადა ბოლო მოწვევის საკრებულო ახალციხეში, ჯერ მხოლოდ წელიწადი და სამი თვეა რაც მუშაობს.

საკრებულოს სხდომებზე დასწრების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 43–ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა–შეჩერების საკითხს არეგულირებს. ამავე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდება, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მაშინ იგი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს მას უახლოეს სხდომას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესრთან“ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე აცხადებს, კობა გელაშვილს გაცდენები ნამდვილად აქვს, თუმცა ზედიზედ ექვსი გაცდენა არ უფიქსირდება: „ასე რომ იყოს, ხელს ნამდვილად არავის დავაფარებ“.

გელაშვილის შემდეგ ყველაზე მეტი, ცხრა გაცდენა, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატს გელა პეტაშვილს აქვს.

„ფეხზე ოპერაცია გავიკეთე და გამირთულდა. ამის გამო არა ერთი სხდომის გაცდენა მომიხდა“, – გვთხრა პეტაშვილმა.

გელა პეტაშვილის შემდეგ რვა–რვა გაცდენა „ქართული ოცნების“ დეპუტატს მამუკა მიქეალძეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ირმა ხნკოიანს აქვთ.

ყველაზე ცოტა, თითო–თითო გაცდენა დეპუტატებს ამბარცუმ ბაბოიანს და შოთა ნასყიდაშვილს აქვთ. ორივე მათგანი საკრებულოში უმრავლესობის წარმომადგენელია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ
ახალციხის თემის საკრებულოს 'ბეჯითი' და 'გამცდენი' დეპუტატები [ინფოგრაფიკა]
დეპუტატს, რომელიც 18–დან ერთ სხდომას დაესწრო, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტენ
მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობა ციფრებში
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა