FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველ ბაგაში ლეიბები განაახლეს

მთავარისაზოგადოება 28.10.2015
ახალციხის პირველ ბაგას, სადაც სასწავლო წელს, მზეზე გამზეურებული, ძველი ლეიბებით შეხვდნენ, მერიამ 30 ცალი ლეიბი შეუძინა. ამავე ბაგას დამატებით 20 ლეიბი აჩუქა კერძო პირმა, მეწარმე გაიანე კირაკოსიანმა.

ახალციხის პირველ ბაგაში ლეიბები განაახლეს

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ლეიბები ქალაქ ახალციხის ბიუჯეტიდან შეიძინეს. პირველ ეტაპზე ახალი ქვეშაგები იმ ბაღს გადაეცა, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ "სამხრეთის კარიბჭეს" ობიექტივში მოხვდა. აღსაზრდელებს ჟანგის, სიძველისა და შარდისგან დაბინძურებულ ქვეშაგებზე უწევდათ ძილი, რადგან ლეიბები დაახლოებით ნახევარ საუკუნეზე მეტია არ გამოცვლილა.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის საწოლის ინვენტარს ეტაპობრივად განაახლებენ.

"ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ლოგინები არ განახლებულა, რის გამოც, ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა იყო“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

წელს მერიამ ბაღებისთვის ელექტრო ტექნიკა, სამზარეულოს ინვენტარი და სათამაშოებიც შეიძინა. რამდენიმე ბაღში შეკეთდა სველი წერტილები და სამზარეულო.

ახალციხის პირველ ბაგაში ლეიბები განაახლეს

მერიაში ამბობენ, რომ ბაგა- ბაღებში ბამბის ლეიბების შეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

შეგახენებთ, მიმიდნარე წლის 3 სექტემბერს, „სამხრეთის კარიბჭემ“ პირველი ბაგის ეზოში მზეზე გამოფენილი ძველი, ჟანგმოდებული ლეიბები გადაიღო. ფოტოს გავრცელებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღესვე ახალციხის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლეიბები გადასარჩევად იყო გამოფენილი, გარდა ამისა, მათ განახლებაზე მერია კერძო მეწარმესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ლეიბების ფოტოს გავრცელებისთანავე, რედაქციას ჯერ ბაგის მენეჯერმა მოაკითხა საყვედურით, მეორე დღეს, კი ბაღში განაცხადეს, რომ ლეიბებიბოლო 60 წელიწადია არ განახლებულა და ნამდვილად გადასარჩევად ჰქონდათ გამოფენილი.

ლეიბების თემას აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელებშიც. გაჩნდა შეურაცხმყოფელი კომენტარებიც ჟურნალისტის მისამართით. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ მსგავსი მასალა რედაქციას არ უნდა გამოექვეყნებინა.

ახალციხის პირველ ბაგაში ლეიბები განაახლეს
2015 წლის 3 სექტემბერი, ახალციხის პირველი ბაგის ეზო.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება
ახალციხის ბაგა–ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ლეიბები არ შეცვლილა

ახალციხის ბაღებს ახალი ინვენტარი გადასცეს
ახალციხის თემის ხუთ ბაგა–ბაღს წიგნები გადაეცა

ახალციხის ბაღებს მერიამ სათამაშოები შეუძინა