FM97.5 / LIVE

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შეხვედრები გამართა

მთავარისაზოგადოება 28.10.2015
ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" მონაწილე კლუბის წევრებმა ნაადრევ ქორწინებაზე იმსჯელეს და ფოტოკონკურსის პირობებს გაეცნენ.

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შეხვედრები გამართა

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეებითვის შეხვედრები გაიმართა.

პირველი შეხვედრის თემა იყო "ნაადრევი ქორწინება", რომელიც NDI-ს მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში მოეწყო. პროექტს სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრი ახორციელებს.

"ჩვენ გვყავს ახაგაზრდული გენდერული კლუბი, რომელიც სხვადასხვა თემებზე მუშაობს, ერთ–ერთი პრობლემური თემა, რომელიც ამ ჯგუფმა აღმოაჩინა არის ნაადრევი ქორწინება. ამ თემასთან დაკავშირებით ვაწყობთ საჯარო განხილვებს, გვინდა გავიგოთ არის თუ არა ნამდვილად პრობლემა და დავეხმაროთ ცნობიერების ამაღლებაში", – ამბობს "სენისა" და სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრის ახალციხის ნაწილის კოორდინატორი თამუნა კაპანაძე.

ახალგაზრდებს ამ თემაზე მომზადებული ფილმიც უჩვენეს.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, "სენის" პროექტის "ტყის მდგრადი მართვის" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდი აფინანსებს.

"ამ პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ფოტოკონკურსი, რომელსაც "ფოტოსინთეზi" ჰქვია. წლევანდელი კონკურსის თემაა ფაუნა, ნადირობის წინააღმდეგ მიმართული ფოტოაპარატი. სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ გადაიღონ სურათები და ატვირთონ "სენის' ვებ–გვერდზე, – ამბობს თამუნა კაპანაძე და ამატებს, რომ სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოებიდან სკოლა გამარჯვებულს გამოავლენს და გააკეთებენ სტენდს: ამის მერე გამარჯვებული გამოვლინდება ჯერ რეგიონულ დონეზე და საბოლოოდ მთელი საქართველოს მასშტაბით".

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]
'ცვლილებები იწყება ჩვენგან' – პროექტის შეჯამება
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ –  შემაჯამებელი კონფერენცია
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ბორჯომში [Photo]
ტრენინგი ტყის მდგრადი მართვის შესახებ