FM97.5 / LIVE

ადიგენში მიმდინარე აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართვას უგზავნიან

მთავარისაზოგადოება 28.10.2015
ადიგენში, ე.წ. გორგულის ხიდთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, საქართველოს პრემიერ – მინისტრს მიმართვას გაუგზავნიან, რომელსაც დართული ექნება ადგილობრივების ხელმოწერები.

ადიგენში მიმდინარე აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართვას უგზავნიან

მიმართვის ტექსტი აქციის ორგანიზატორმა, „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელმა გოდერძი კუბლაშვილმა აქციაზეც წაიკითხა.

„სასწრაფოდ,შეკეთდეს ათი სოფლის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელზე მოძრაობაც სახიფათოა როგორც ტრანსპორტისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. დაიწყოს ადიგენი-გორგული-უდეს ე.წ.სამხედრო გზის რეაბილიტაცია.სასწრაფოდ დაიკეტოს და შეკეთდეს კახარეთის ჰესზე მიმავალი არხი, რამეთუ გორგულის მონაკვეთის მთელ სიგრძეზე ჟონავს წყალი და საშიშროებას უქმნის მოსახლეობას. ხიდის სრულ აღდგენამდე, დაევალოს ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით დააწესოს 24–საათიანი მორიგეობა“, – ნათქვამია განცხადება–მიმართვაში, რომელიც აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს უნდა გაუგზავნონ.

გოდერძი კუბლაშვილის განცხადებით, მიმართვას დაურთავენ აქციის მონაწილეთა ხელმოწერებასც.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტმბერს, დილიდან, ადიგენში, ე.წ. გორგულის ხიდთან, ადიგენის 10 სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები გორგულის ხიდის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ. აღნიშნული ხიდი, რომელიც ავარიულია, რაიონულ ცენტრთან ათ სოფელს აკავშირებს.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’ – აქცია ადიგენში
ადიგენში საპროტესტო აქციას გეგმავენ
მთავრობის ადმინისტრაციის დავალება ადიგენის გამგეობას
ადიგენში გორგულის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ძველი ხიდი ახლით შეიცვლება
გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ