FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ

მთავარისაზოგადოება 27.10.2015
მეზობელი ქვეყნის, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს, არტაანს, სამცხე–ჯავახეთის დელეგაცია სტუმრობდა. მხარეებმა აქტიური სავაჭრო კავშირებისა და სასურველი ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებლობაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ქალაქ ახალციხის მერი, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლები ოფიციალური ვიზიტით თურქეთში, ქალაქ არტაანში იმყოფებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ასევე, რეგიონში მოქმედი ბიზნესმენები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა არტაანის გუბერნატორთან აჰმედ დენიზთან, ქალაქ არტაანის მერთან ფარუქ ქოქსოისთან და სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ჩეთინ დემირჯთან, სადაც მეზობელ რეგიონებს შორის მეგობრული კავშირების, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა რომ, ურთიერთობა, რომელიც სამცხე ჯავახეთსა და არტაანის მხარეს შორის ყალიბდება მჭიდრო მეგობრობაზეა ორიენტირებული.

„ის კულტურა, ის ტურისტული პოტენციალი, რაც თქვენს რეგიონს გააჩნია ძალზედ მომხიბვლელია. გვიხარია, რომ თქვენი სახით მეგობარი მხარე გვყავს. იმედი გვაქვს კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს შორის ურთიერთობებს, სამცხე-ჯავახეთსა და არტაანში საკმაოდ დიდი პოტენციალია ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ტურიზმის სფეროშიც, ამასთან გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობაც, ჩვენს შორის ორი სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახით“,- აღნიშნა არტაანის გუბერნატორმა აჰმედ დენიზმა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა არტაანის გუბერნატორს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს მოპატიჟებისათვის და აღნიშნა რომ, „ ის კეთილგანწყობა, რომელიც დღევანდელ შეხვედრებზე იგრძნობა ერთობლივი წარმატებული საქმიანობის აუცილებელი პირობაა და ვფიქრობთ, მომავალში ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება“.

არტაანის მერიაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, არტაანის მერმა ფარუქ ოქსოიმ ისაუბრა აგრეთვე, ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე და მიიღო ქართული მხარის შეთავაზება ქალაქ არტაანს და ქალაქ ახალციხეს შორის ურთიერთმეგობრობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ. მან ქალაქ ახალციხის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ფესტივალზეც მიიპატიჟა.

„მისასალმებელია ახალციხისა და არტაანს შორის დამეგობრების იდეა, ვფიქრობ საქმიანი, საპროტოკოლო შეხვედრების გარდა, სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა თუ ფესტივალების ჩასატარებლად, რათა ჩვენი მოსახლეობა ახლოს გაეცნოს ერთმანეთის კულტურას, შემოქმედებას, ტრადიციებს. დარწმუნებული ვარ, ეს სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ურთიერთობებს კიდევ უფრო აქტიურს გახდის.“- განაცხადა ქალაქ არტაანის მერმა

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც 100 -მდე თურქი ბიზნესმენი ესწრებოდა. მხარეებმა იმსჯელეს მეზობელ რეგიონებს შორის აქტიური სავაჭრო კავშირებისა და სასურველი ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებლობაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილე თურქ ბიზნესმენებს შესაბამისი ვიდეო და ფოტოსლაიდების მეშვეობით რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნეს. შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ამასთანავე, ქართული დელაგაციის შემადგენლობაში მყოფი ის მეწარმეები, რომლებიც რძის გადამუშავების ბიზნესით არიან დაკავებული, გაეცვნენ მეზობელ რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობას.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა არტაანის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.

სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში
სამცხე–ჯავახეთს არტაანის გუბერნატორი ეწვევა
მხარის რწმუნებულმა არტაანის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს