FM97.5 / LIVE

მეწყერის გამო, ახალციხის რამდენიმე სოფელს გზის, ქალაქს კი სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება

მთავარიეკონომიკა 26.10.2015
ახალციხე–ურაველის დამაკავშირებელ ბეტონის გზაზე დაახლოებით 100–მეტრიანი მონაკვეთია დაზიანებული, სავარაუდოდ, დაზიანება მეწყერმა გამოიწვია და ის საფრთხეს გზის ქვეშ გამავალ სასმელი წყლის მილსაც უქმნის.

მეწყერის გამო, ახალციხის რამდენიმე სოფელს გზის, ქალაქს კი სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება

ბეტონის გზის დაზიანება ადგილობრივებმა დაახლოებით ერთი თვის წინ შენიშნეს, პირველად გზის რამდენიმე მეტრიან მონაკვეთზე ბზარები გაჩნდა, რამდნიმე კვირის შემდეგ კი გზამ დაწევა დაიწყო.

აღნიშნული გზის ქვეშ 426 მილიმეტრი დიამეტრის წყლის მილი გადის, რომლითაც ქალაქი ახალციხე და სოფლები: ჭაჭარაქი, მინაძე და ივლიტა სასმელი წყლით მარაგდებიან.

თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განგვიმარტეს, რომ გზის დაზიანების ზუსტი მიზეზის დასადგენად გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს.

„სამინისტროდან ჩამოვდნენ, ვიზუალურად დაათვალიერეს და 20 სექტემბერს გამოგვიგზავნეს დასკვნა, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს მეწყერის გააქტიურებას და აუცილებელია ძირფესვიანი შესწავლა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი.

მისი თქმით, რადგან მეწყერის პრევენციისთვის საჭიროა ძვირადღირებული სამუშაოები და ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს, დასახმარებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართეს: „საშიშროება ექმნება წყლის მილსაც. საჭიროა დროული დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედა სოფლები გზის გარეშე დაგვრჩებიან“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდრე სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ადგილი უნდა შეისწავლონ, ამიტომ მომხდარის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობეს : „ზუსტი შეფასებაა საჭირო, რათა შემდგომში მისი გაკეთებისას გათვალიწინებული იქნას მისი გეომეტრიული პარამეტრები. გეოლოგიური კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ აღვადგინოთ“.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მათ დასკვნა უკვე მოამზადეს და ადგილობირვ თვითმმართველობას გადაუგზავეს: „გარემოს ეროვნული სააგენტო სხვა სახის სამუშაოებს ვერ შეასრულებს“.

გზის დაზიანების შესახებ ინფრომირებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ , რომ ამ ეტაპირთვის სასმელი წყლის მილს საფრთხე არ ემუქრება და მოსახლეობა წყალს უწყვეტ რეჟიმში ღებულობს: „კომპანიის მხრიდან ყოველდღიურ კონტროლზეა აყვანილი. მოწყობილია დროებითი დრენაჟები“.

როდის არადგენენ გზის დაზიაებულ მონაკვეთს, ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნული გზა 2010 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით გაკეთდა. ამ დროისთვის დაზიანებული მონაკვეთზე ავტომობილები არ მოძრაობენ.

„უფრო მეტად რომ არ დაზიანდეს გზა, ზედა ნაწილი მოვასწორეთ და მანქანები იმ მხარეს დადიან“, – ამბობს ნოდარ ბალახაშვილი.

მეწყერის გამო, ახალციხის რამდენიმე სოფელს გზის, ქალაქს კი სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა ბედი ელის ურაველის დამეწყრილ გზას
ურაველში მეწყერსაშიშ ზონაში დაზიანებული გზის აღდგენა არ იგეგმება
ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება