FM97.5 / LIVE

ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა

მთავარისაზოგადოება 26.10.2015
"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა, აღნიშნულისთვის 122 372 ლარი დაიხარჯა.

ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

დაბა ასპინძის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1975 წლიდან ფუნქციონირებს და ის ასპინძისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსხლეობას ემსახურება.

ასპინძის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის მაისში გადაეცა.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განმარტავენ, რომ ნაგავსაყრელის რეაბილიტაციამდე პოლიგონზე ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა. პოლიგონი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

კომპანიის ინფორმაციით, განახლებულ ნაგავსაყრელზე მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 122 372 ლარი შეადგინა. პროექტი შპს „ლავამ“ განახორციელა და 8 ადამიანი დაასაქმა, რომელთაგან 6 ადგილობრივი მოსახლეა.

[თამარ თოთაძე, ასპინძა]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

31.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური ემსახურება
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]
ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო