FM97.5 / LIVE

ენმ ახალციხე პლაკატების გაკვრაზე – ‘ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე’

მთავარიპოლიტიკა 26.10.2015
„დაისაჯოს ქათმიონალური მოძრაობა", "ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ", "გაუკუღმართებული ქათმების პარტია – ნაციონალური მოძრაობა", "ქათმიოლარული მოძრაობა", – მსგავსი წარწერები და შეურაცხმყოფელი პლაკატები დღეს ახალციხეში სხვადასხვა შენობებზე გამოჩნდა.

ენმ ახალციხე პლაკატების გაკვრაზე – ‘ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე’

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწინაღმდეგო შეურაცხმყოფელი პლაკატები ძირითადად ცენტრალურ ქუჩებშია გაკრული. მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის შენობის ფასადზე, სადაც ამავდროულად სასტუმრო და გაზის კომპანიაა განთავსებული.

პლაკატები გაკრულია ყოფილი მერიის შენობასა და ცხრა აპრილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ღობეზე.

აღნიშნულ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ. პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს იმ ერთკვირიანი კამპანიის გაგრძელებაა, რაც გასულ კვირას, აქციებით დაიწყო.

"თავიდან დაიწყეს კარის აჭედვით, მერე საღებავების შესხმით, დღეს, მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“–ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და აგერ პლაკატები დაგვახვედრეს. ალბათ პარასკევს განმეორდება ასეთი მოვლენა, რადგან იგივე პროცესი გაიმართება. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, მაგრამ მიკვირს ერთი რაღაც, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უნდა ცდილობდეს, ხალხი ერთმანეთს კი არ დაუპირისპიროს, არამედ საერთო ენა გამონახონ", – ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

მისივე თქმით, ამ ფაქტს გამოხატვის თავისუფლებას ვერ უწოდებს, ეს არის ვანდალიზმი: "ჩერგოლეიშვილმა ერთი პლაკატი გააკრა და დაიჭირეს, ქალაქში მოძრაობენ ბავშვებიც, ნუთუ სამართალდამცავებმა ვერ დაინახეს?!"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ, რადგან მათგან რეაგირებას არ ელოდებიან.

"რა მიმართვა უნდა, მთელ ქალაქში ეს პლაკატებია გამოკრული, კარი აგვიჭედეს, მაშინ არაფერი არ გაკეთებულა, საღებავები შეასხეს, ძიებაშია ეს პროცესი, ალბათ ესეც ძიებაში იქნება და ალბათ პარასკევს კიდევ ახალი დაემატება", – ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს „ნაციონალური მოძარობის“ ოფისებთან აქციები გამართეს და წარწერით "SOS, ლიკვიდირებულია" შესასვლელი კარი აჭედეს. 22 ოქტომბერს კი შეურაცხმყოფელი წარწერები მიაწერეს და წითელი საღებავებით შეღებეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ორგანიზაციების შენობები.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ნაციონალური მოძრაობის' შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს [Photo]
შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს
'ქათმებო, მკვლელებო'–'ნაციონალური მოძრაობის' ახალციხის ორგანიზაციის შესასვლელი დღეს დილით [Photo]
ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა
'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
'ენმ' ახალციხე: ოფისი ღიაა და მუშაობას ვაგრძელებთ
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს