FM97.5 / LIVE

‘ევექსმა’ სამცხე–ჯავახეთში ექთნების უფასოდ გადამზადება დაიწყო

მთავარისაზოგადოება 26.10.2015
სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ იმ ექთნების უფასოდ გადამზადება დაიწყო, რომლებიც დაუსაქმებელები არიან, ან სამედიცინო სასწავლებლებს ამ მიმართულებით ახლა ამთავრებენ. სასწავლო კურსის დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში კი მათ საავადმყოფოებში დაასაქმებენ;

‘ევექსმა’ სამცხე–ჯავახეთში ექთნების უფასოდ გადამზადება დაიწყო

სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ ექთნების გადამზადების პროგრამის განხორციელება სამცხე–ჯავახეთში დღეს, 26 ოქტომბერს დაიწყო.

პროექტის მონაწილე 45 ექთანი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გაივლის. კურსის დასრულების შემდეგ კი გამოცდას ჩააბარებს და თუ თავს წარმატებით გაართმევს, „ევექსი“ მათ საკუთარი ჰოსპიტალების ქსელში დაასაქმებს.

„ქვეყანაში ექთნების დიდი დეფიციტია, ზოგადად, ამ პროფესიითაც აღარ ინტერესდებიან. ამიტომ ეს პროგრამა მიზნად სწორედ ასეთი დეფიციტის შევსებას ისახავს“, – ამბობს სამქედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ბერაია და ამატებს, რომ აღნიშნული პროექტით იმ ადამიანს, რომელსაც ეს პროფესია დამთავრებული, თუმცა მივიწყებული აქვს, აძლევს შანსს, რომ ჯერ გადამზადება გაიაროს, შემდეგ კი თავისი დასაქმდეს.

სწორედ ასეთია პროექტის ერთ–ერთი მონაწილე ნანა თუმანიშვილი. იგი საექთნო პროფესიას რუსეთში დაეუფლა, წლები ადიგენის საავადმყოფოში ექთნად იმუშავა, ბოლო 12 წლის განმვალობაში კი ამ მიმართულებით აღარაფერი გაუკეთებია: „მინდა თანამედროვე მეთოდებსა და სტანდარტებს გავეცნო, მედიცინა ეს ჩემი საქმეა. ვფიქრობ რომ სასწავლო კურსს წარმატებით დავასრულებ და დავსაქმდები კიდეც“.

პროგრამის ხანგრძლივობა 8 თვეა. მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გაივლიან.
„იმისთვის, რომ ამ პროგრამაში ჩაერთო, საჭიროა გქონდეს აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი, ან ასევე აკრედიტებულ სასწავლებელში იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი“, – ამბობს გიორგი ბერაია.

მას შემდეგ რაც 45 ექთნის გადამზადება დასრულდება, „ევექსი“ მიღებას ისევ გამოაცხადებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველად საქართველოში – იხსნება საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი
სამცხე-ჯავახეთში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს
„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]
იაშვილის კლინიკის პედიატრები ახალციხეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს