FM97.5 / LIVE

მოხეს მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, შენობის წარმომავლობა კი ისევ გაურკვეველია

მთავარისაზოგადოება 23.10.2015
მოხეში სადავო შენობის გამო დაწყებული კონფქლიტიდან ერთი წელი გავიდა. მართალია სოფელში სიმშვიდეა, თუმცა შენობის თემა ჯერ ისევ ტაბუდადებულია. შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას ჯერ გადაწყვეიტილება არ გამოუტანია.

მოხეს მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, შენობის წარმომავლობა კი ისევ გაურკვეველია
მოხეში, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ, ერთ კვირაზე მეტხანს, სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობის გამო ხმაური იყო, ახლა სიმშვიდეა. სოფელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა არც „ბირჟაზე“, არც ოჯახებსა და არც სამსახურში ამ თემაზე არ საუბრობენ.
„სიმშვიდეა, მეზობლური ურთიერთობებიც ჩვეულებრივად გრძელდება, თუმცა ამ შენობის ამბავს არავინ არსად ახსენებს, არაა სასიამოვნო თემა და დაძაბულობას ვერიდებით“, – ამბობს მოხეში მცხოვრები ქრისტიანი ლევან რეხვიაშვილი.

სოფელში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის ურთიერთობები რომ დალაგდა, ამაზე მოხეში მცხოვრები მუსლიმი თეიმურაზ მიქელაძეც საუბრობს. თუმცა, ამბობს, რომ ის ვინც მოხეს მოვლენების დროს იქ იყო და თავისი თვალით ნახა მომხდარი, ვერასდროს დაივიწყებს: „მეზობლური ურთიერთობები რომ ძველებურად დათბეს, ამისთვის სოფელში ერთი თაობა მაინც უნდა გამოიცვალოს“.

მიქელაძეც და რეხვიაშვილიც, ისე როგორც მოხეში მცხოვრები მუსლიმური და ქრისტიანული თემის ყველა წარმომადგენელი, მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა კომისიის მუშაობა რომ დროში გაიწელა, ამაზე ორივე თემში საუბრობენ.

„მაგ კომისიის შექმნით ხალხის ყურადღება მოადუნეს, დრო რომ გაეწელათ. მგონი აღარც მუშაობს ეგ კომისია“, – აცხადებს მიქელაძე.
„ვიცი რომ ერთი სხდომა დარჩა ჩასატარებელი და რატომღაც ეს შეხვედრა გვიანდება“, – გვეუბნება რეხვიაშვილი.

უახლოეს პერიოდში მოხეს კომისია რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად შეიკრიბება, ამას „სამხრეთის კარიბჭესთან“ აღნიშნული კომისიისა და ასევე რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძეც გვიდასტურებს. მაგრამ ვაშაყმაძე არ საუბრობს იმაზე, რა გადაწყვეტილებისკენ მიდის კომისიის მსჯელობა. იგი არც იმაზე საუბრობს,რა სამუშაოები ჩაატარა კომისიამ სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად.

„გადაწყვეტილებას მხარეების შეთანხმებითა და კონსესუსით მივიღებთ. ძალიან მშვიდ ვითარებაში ვმუშაობთ. უკვე შევხვდით როგორც ქრისტიან, ასევე მუსლიმ მრევლს“, – ამბობს ვაშაყმაძე.

შეკითხვაზე, მხოლოდ მრევლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიტანენ შენობის წარმომავლობის შესახებ გადაწყვეტილებას თუ შენობის, მისი ქვების, ან საძირკველის კვლევა ჩატარდა, გვპასუხობს: „კომისია მიიღებს გადაწყვეიტილებას და თქვენ პირველი იქნებით ვინც ამას გაიგებს“.

ზაზა ვაშაყმაძისგან განსხვავებით, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე გვიდასტურებს, რომ ამ დრომდე კომისიას, გარდა ადგილობრივებთან გამართული შეხვედრებისა, სხვა სამუშაო არ უწარმოებია. შეკითხვაზე არის თუ არა საკმარისი ეს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, გვპასუხობს: „ვერ გეტყვით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები დაგვეწყო და ჰარმონიული თანაცხოვრების აღდგენისთვის შეგვეწყო ხელი“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს ვერ დაუკავშირდა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ტელეფონით დაკავშირება ვერც კომისიის სხვა წევრებთან შევძელით.

სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემიც აცხადებს, რომ კომიის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ოღონდ დასაბუთებულს, მშვიდად მიიღებენ. საინტერესოა რას დაადგენს კომისია, რომელმაც შენობის წარმომავლობა უნდა შეისწავლოს. იგი სწორედ ამ მიზნით, თითქმის ერთი წელია შედგა.

შეგახსენეთ, რომ გასული წლის 22 ოქტომბერს მოხეში სადავო შენობის გამო მუსლიმი თემი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა. ასევე, ვითარება დაიძაბა მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის. მომხდარს რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
ახალციხეში სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს