FM97.5 / LIVE

სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს

მთავარისაზოგადოება 23.10.2015
ადიგენში, სოფელ წარბასთუმანში მცხოვრებმა ბახტურიძეებმა, პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი, ადიგენში, სოციალურ სამსახურში აიყვანეს და მის დატოვებას იქ აპირებენ. ამ ფორმით ბახტურიძეები სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს

ბახტურიძეებმა სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონულ განყოფილებას დღეს დილიდან მიაკითხეს. ამ წუთებში მათი პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი სოციალური სამსახურის მისაღებში ზის. ჯერ ადგილზე არიან მშობლები, თუმცა, ამბობენ, რომ შვილს აქ დატოვებენ და თავად სახლში წავლენ. ასე ისინი სოციალური დახმარების მოხსნის გამო იქცევიან.

ნანული ბახტურიძე ამბობს, რომ დახმარება ორი თვეა შეუწყდათ. მიზეზი ოჯახის ხელახალი გადამოწმებაა.

ბახტურიძეების სამწევრიანი ოჯახის შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ 300 ლარია – 150 ლარს მამა, მეორე ჯგუფის ინვალიდი, როლანდ ბახტურიძე იღებს, ამდენივეს, ანუ 150 ლარს კი შვილი.

„სოციალური დახმარება 156 ლარი გვქონდა, მოგვიხსნეს. ჩვენ აღარ შეგვიძლია შვილის რჩენა, ამიტომ აქ დავტოვებთ და სამსახურმა არჩინოს“, – ამბობს ნანული ბახტურიძე.

სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსმა პეტრე აფრიამაშვილმა დასახმარებლად 112–ზე დარეკა.

„ჩვენ აქ 6 საათამდე ვართ, ამ გოგონას ვერ მივხედავთ“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ოჯახს დახმარება გადამოწმების შედეგად მოეხსნა. მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია, – „ოჯახს არაფერი შეუძენია, თუმცა, აქამდე ირიცხებოდა მხოლოდ ის მიწა, რომელსაც ამუშავებენ, ახლა, საკუთრებაში არსებული მთლიანი ფართობი შედის დეკლარაციაში. შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, ვერაფერს გეტყვით“.

ოჯახს რომ არაფერი შეუძენია და დეკლარაციაც სწორადაა შევსებული, ამას ბახტურიძეებიც ადასტურებენ. თუმცა, ამბობენ, რომ დახმარებას თუ არ დაუნიშნავენ, შვილს სახლში არ წაიყვანენ.

ამ წუთებში სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილებაში სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების სამსახური მივიდა.

თვალი ადევნეთ ვებ–გვერდს, ჩვენ გიამბობთ როგორ განვითარდება მოვლენები.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა

სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს