FM97.5 / LIVE

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს

მთავარისაზოგადოება 05.10.2015
5 ოქტომბერს, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში, გაიმართა გენდერული საუბრები, რომელსაც ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის თვითმმართველობებში მომუშავე გენდერის სპეციალისტები დაესწრნენ.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს

შეხვედრა ახალციხის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით შედგა. შეხვედრის მიზანი თვითმმართველობაში გენდერის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების გაცნობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი ადამიანიდან, მხოლოდ ერთია მამაკაცია, ასპინძის თვითმმართველობაში გენდერის საკითხებზე ოთარ ცინაძე მუშაობს.

ამ ხუთი სპეციალისტიდან, მხოლოდ ორს აქვს გენდერის საკითხებზე დიდხნიანი მუშაობის გამოცდილება, ასპინძისა და ბორჯომის თვითმმართველბის თანამშრომლებს. დანარჩენ სამს ეს სფერო რამდენიმე თვის წინ ჩააბარეს, მათგან, ერთს, ახალციხის გამგეობის თანამშრომელს, გენდერის თემაზე გავლილი აქვს გადამზადების კურსები, ახალციხის მერიის თანამშრომელს, კი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, გენდერთან შეხება ჰქონია როგორც ჟურნალისტს.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს შეხვედრაზე, რომელიც დაახლეობით ერთ საათს გაგრძელდა, განიხილეს ის საკითხები, რაზეც თვითმმართველობები მუშაობენ. ისაუბრეს რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა ბიუჯეტები, რა პრობლემებია გენდერული კუთხით თვითმმართველობებში, რამდენად რთულია ამ საკითხებზე მუშაობა, როგორ შეიცვალა ადგილობრივების დამოკიდებულებები, რა რეაქცია მოყვება სოფლებსა და თემებში სიტყვა გენდერის ხსენებას და ასე შემდეგ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი მარი ზაზაძე ამბობს, რომ მისი აზრით ყველაზე ეფექტური ამ საკითხებზე კაცებთან მუშაობა იქნება.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავსზაზაძეს მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს ოთარ ცინაძე. მისი თქმით, პრობლემა ხშირ შემთხვევაში თავად ქალების დამოკიდებულებაა: „ქალებს არ სურთ რეალიზება, არ მოდიან შეხვედრებზე, თუ მოდიან, უკანა რიგებში დგებიან, არ ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარება განათლების სფეროდან უნდა დაიწყოს: „რაზე ვალაპარაკობთ, როდესაც ბაღებსა და სკოლებში არ არიან კაცი მასწავლებელბი, იმიტომ რომ სტერეოტიპული მიდგომაა. გენდერულ თანასწორობას პირველკლასიდანვე უნდა ვასწავლიდეთ, სამოქალაქო განათლების მიზანი ეს უნდა იყოს. ასე ნელ–ნელა შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება“.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა და თვითმმართველობებმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. თვითმმართველობის გენდერის სპეიციალისტების თქმით, ადგილებზე ფართის პრობლემა არ არსებობს, გამგეობებში არის ქალთა ოთახები, სადაც შეიძლება დისკუსიების მოწყობა. გადაწყდა, რომ მედიაცენტრი და თვითმმართველობებში გენდერის სპეციალისტები ერთობლივად მოაწყობენ ფილმის ჩვენებას თითოეულ მუნიციპალიტეტში. საწყის ეტაპზე ნაჩვენები იქნება ფილმი „ფელიჩიტა“.

შეხვედრა შედგა პროექტის „აირჩიე თანასწორობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის", საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება
ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
‘ქალები, როგორც ამომრჩევლები’ – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს