FM97.5 / LIVE

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს

მთავარისაზოგადოება 21.10.2015
ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა გენდერული ინიციატივების შესამუშავებლად ახალციხის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერი და წევრი ქალბატონები შეკრიბა.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს
რამდენად გენდერულად ორიენტირებულია ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები; რა ფინანსური შეღავათები და წახალისებებია ქალებისთვის; რა სჭირდებათ სოფლად მცხოვრებ ქალებს; რა უპირატესობით სარგებლობენ ის ქალბატონები, ვინც ქალაქში ცხოვრობს; რა შეცვლის ქალების მდგომარეობას, როგორც სოფლად, ისე ქალაქად, – ამ თემებზე ახალციხის გენდერის მედიაცენტრში თითქმის ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ვიდრე შეხვედრა შედგებოდა, გენდერის მედიაცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რა ტიპის შეღავათებია გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტებში ქალებისთვის.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულად ქალებზე ბიუჯეტები ორიენტირებული არ არის. შეღავათები და დახმარებები, რაც ქალებსაც ეხებათ, სოციალური ხასიათისაა.

მაგალითად, პირველ, მეორე და მესამე შვილზე, ერთჯერადი ფულადი დახმარებები აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში ახალციხის გამგეობას. ასევე, 100% უფინანსებენ სამუსიკო და სამხტვრო სკოლების გადასახადს მრავალშვილიანი დედების შვილებს, თუმცა, ეს მრავალშვილიან ოჯახებზეა ორიენტირებული და არა ქალებზე. ასევე, ყველა მოქალაქეს ეხება და არა კონკრეტულად ქალებს, ოპერაციების თანადაფინანსება არაუმეტეს 2500 ლარით.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს ამგეობისგან განსხვავებით, ახალციხის მერიას ბიუჯეტში ჩადებული აქვს 40 წლამდე ასაკის ქალებისთვის სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებათა კვლევა, არაუმეტეს 250 ლარისა წელიწადში.

ამ პარამეტრების გაცნობის შემდეგ, დისკუსიის მონაწილეთა საუბარი რამდენიმე მიმართულებას შეეხო. მათ შორის: სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ერთჯერადი უფასო გინეკოლოგიური გამოკვევებისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგის ხელმისაწვდომობა; ასევე, ვინაიდან 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა, ბიუჯეტში გათვალისწინება და ყოველ წელს, ამ დღეს, რაიმე ღონისძიებების დაგეგმვა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს შეხვედრაზე გაჩნდა ინიციატივები, ახალციხის რომელიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლის. თუმცა, ვინაიდან მესხი პოეტი ქალბატონის, ელენე დიდიმამიშვილის ქუჩა უკვე არსებობს, შეხვედრის მონაწილეებს გაუჩნდათ იდეა ქუჩა განსხვავებულად დაინომროს და გაკეთდეს მემორიალური დაფა იმ სახლთან (თუ ასეთი ისევ არსებობს), სადაც ელენე დიდიმამიშვილი ცხოვრობდა. მესხი ქალების პოპულარიზებისთვის, ასევე გაჩნდა ინიციატივა ახალციხეში მხატვრის ლილი ფენაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეის გაკეთების შესახებ. დისკუსიის მონაწილეთა არგუმენტებით, არცერთ ამ ქალბატონს ახალციხეში ფართო წრეებში არ იცნობენ და ეს ინიციატივები მათი შემოქმედების პოპულარიზებასაც შეუწყობს ხელს.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ ქალებს, დისკუსიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მათთვის ყველაზე სასარგებლო სოფელში ერთგვარი საინფორმაციო სივრცეების მოწყობა იქნება. ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა (შენობა თითქმის ყველა სოფელში არსებობს, უბრალოდ დაკეტილია), სადაც იქნება ინტერნეტიც, სადაც დასაქმდება მინიმუმ ერთი ქალი მაინც და იქნება თავშეყრის ადგილი. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მაშინ, რომცა სოფელში ასეთი ადგილები გაჩნდება, არაერთი ორგანიზაცია გამოჩნდება რაიმე ღონისძიების გამართვის იდეით, რაც ქალებს გააქტიურებს.

საუბარი ასევე შეეხებოდა საბავშვო ბაღებში ახალი ჯგუფების დამატებას, სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაც ქალებს დროს გამოუთავისუფლებდა და ასე შემდეგ. საბოლოოდ, დისკუსიის მონაწილეები რამდენიმე ინიციატივაზე შეთანხმდნენ.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინიციატივებს ამზადებს ახალციხის მერიას წარიდგენენ ინიციატივას ელენე დიდიმამიშვილის ქუჩისა და ლილი ფენაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეის შესახებ, ხოლო გამგეობას, 15 ოქტომბრის ბიუჯეტში გათვალისწინებისა და თემებში (დაახლოებით 15 თემშ) საინფორმაციო ცენტრების მოწყობის შესახებ. დამატებით, მერიაშიც და გამგეობაშიც შეიტანენ ინიციატივას წელიწადში ერთხელ ადგილებზე უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევებისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგის ხელმისაწვდომობის შესახებ.

შეთანხმებულ იდეებს ახალციხის გენდერის მედიაცენტრი რამდენიმე დღეში ოფიციალურ სახეს მისცემს. ამის შემდეგ, დისკუსიის მონაწილეები გამგეობასა და მერიაში შეხვედრის ორგანიზებასა და ინიციატივების დარეგისტრირებას გეგმავენ.

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში დისკუსია ინიციატივებისთვის შედგა პროექტის „აირჩიე თანასწორობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის", საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან
რა სჭირდებათ ამომრჩეველ ქალებს – გამოქვეყნდა კვლევის შედეგები
ახალციხის გამგეობის საჩუქრები სოფლად მცხოვრებ ქალებს