FM97.5 / LIVE

ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება

მთავარისაზოგადოება 21.10.2015
ქალაქ ახალციხის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესაქმნელად საკრებულო კონკურსს მესამედ აცხადებს. ჰერალდიკის კომისია კი ერთი წევრმა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაურმა დატოვა.

ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი სავარაუდოდ ხვალ, 22 ოქტომბერს გამოცხადდება. ჰერალდიკის კომისია უკვე მესამედ ეცდება, რომ ახალციხეს საკუთარი გერბი და დროშა ჰქონდეს. ამჯერად კონკურსი 3 კვირით გამოცხადდება.

„სამი კვირა არის მინიმალური ვადა, რაც წესით არის გათვალისწინებული. ამის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა განიხილოს ჰერალდიკის კომისიამ და საბჭოს გადაუგზავნოს“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე.

კონკურსის მესამედ გამოცხადებას აპროტესტებს საკრებულოს დეპუტატი „გაერთიანებული დემოკრატული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაური. როგორც ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე ჯიმშერ გოგოლაურმა განაცხადა, არ აპირებს „ამ შოუში“ მონაწილების მიღებას, ამიტომ ჰერალდიკის კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატები შედიან, დატოვა.

შეგახსენებთ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის კომისიამ კონკურსი პირველად 17 ივნისს გამოაცხადა. მოქალაქეებს ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის ნიმუშების წარდგენა ერთი თვის ვადაში შეეძლოთ. კონკურსის დასრულების ბოლო დღეს, 17 ივლისს კომისიამ ოთხი ავტორის 9 ესკიზი მიიღო. აქედან კომისიამ მხოლოდ 2 ესკიზი მოიწონა და ჰერალდიკის საბჭოს გადაუგზავნა. თუმცა, საბჭომ ორივე მათგანი დაიწუნა.

მეორედ კონკურსი კომისიას, 20 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული. ამ პერიოში კომისიაში სამი ავტორის 8 ნამუშევარი შევიდა. ჰერალდიკის საბჭომ ახალციხის მერიის ჰერალდიკის კომისიის მიერ მოწონებული ესკიზები დაიწუნა.

[თამარ თოთაძე,ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ქალაქ ახალციხის ჰერალდიკის კომისია კონკურსს მეორედ აცხადებს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა