FM97.5 / LIVE

სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”

მთავარი 27.10.2012
26 ოქტომბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაული, - ”პოეზიის დღე-შოთაობა” გაიმართა

სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სახვითი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ქართული ჭიდაობა და სხვადასხვა ღონისძიებები.

ღონისძიებას მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა პოეტებმა წაიკითხეს ლექსები და ჩანაწერები მესხეთზე და შოთა რუსთაველზე. სახალხო ზეიმში ახალციხისა და ასპინძის ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტმა გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ფაცხები ადგილობრივი სამზარეულოთი.

წლევანდელი შოთაობა იმითაც გამოირჩეოდა რომ საუბილეო იყო. 300 წლის წინ, 1712 წელს, ვახტანგ მეექვსის დაარსებულ სტამბაში პირველად დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი.

თავდაპირველად, დღესასწაულზე მისულ სტუმრებს, სცენიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ტრადიციის აღდგენისთვის.

დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს ”შოთაობა” მიულოცა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, პოეტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა რევაზ მიშველაძემ. მან შოთა რუსთაველის ღვაწლზე ისაუბრა: ”რუსთაველს ყველამ თავი უნდა დავუკრათ, რადგან მისი სუნთქვა, მისი სტრიქონები, გადმოწვდა საუკუნეებს და დღესაც, ჩვენ რომ ფეხზე ვგავართ, რომ ქართველმა ერმა ამდენ განსაცდელს გაუძლო, შოთა რუსთაველის დამსახურებაა”.

მოგვიანებით, დღესასწაულს ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ივანე წიკლაური, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბექაური და ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი შეუერთდნენ.

”ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს და ბოდიშს მოვუხდი მოსახლეობას, რომ ბევრი რამე ვერ მოვასწარით ასპინძაში, რუსთავში. მაგრამ, ეს მხარე იმსახურებს ბევრ რამეს”, - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.

დღესასწაული ”შოთაობა”, სოფელ რუსთავში, ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლო კვირას იმართება.

დღესასწაულს საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. მოგვიანებით, რამდენიმე წლის განმავლობაში, დღესასწაულის აღნიშვნა შეწყდა. 2008 წლიდან კი გაზეთ ”ლიტერატურული მესხეთის” გადაწყვეტილებითა და სანდრა რულოვსის პატრონაჟით აღდგა.



[ოთარ აწყურელი, ასპინძა]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი
ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს
ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ
ვარძიაში  სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ იზეიმეს [Photo]