ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ

მთავარიპოლიტიკა 21.10.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას ანგარიში უნდა ჩააბარონ. ხალხთან შესახვედრად დეპუტატებს დრო პირველ ნოემბრამდე აქვთ.

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრებისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა“ დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს.

აღნიშნული წესის მიხედვით, საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდნენ და ანგარიში ჩააბარონ. ამისთვის მათ დრო პირველ ნოემბრამდე აქვთ.

„ეს უნდა იყოს ღია, საჯარო, თითოეულ წევრს აქვს უფლება შეხვედრა მოაწყოს ინდივიდუალურად, მაგრამ ამით ღიაობა არ უნდა დაირღვეს. ამ წესში გაწერილია, რომ სხდომა მიყავს ან საკრებულოს თავმდჯომარეს ან მის მოადგილეს. განვიხილეთ ეს საკითხი და ოპოზიციამაც და ჩვენც გადავწვიტეთ, რომ ერთად გაგვეკეთებინა ეს შეხვედრა“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე და ამატებს, რომ ანგარიშის წარდგენიდან ათი დღის ვადაში აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ვებ–გვერდზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი ინტერესდება რაზე უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რადგან მათი მმართველობის პერიოდში ახალციხეში არაფერი გაკეთებულა: „მეც მაინტერესებს რა დაპირება შეასრულეს. ამ სამი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა ახალციხეში“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
დღეს ახალციხის გამგებელი 2015 წლის ანგარიშს წარადგენს
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა