FM97.5 / LIVE

ენმ ახალციხის ოფისთან გამართული აქცია საკრებულოს სხდომაზე განიხილეს

მთავარიპოლიტიკა 21.10.2015
„თქვენ ხართ ხელისუფლებაში, ვის გაუგია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კარს უჭედავდეს“ – ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართეს.

ენმ ახალციხის ოფისთან გამართული აქცია საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 21 ოქტომბერს გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდეს, რომ გამოფხიზლდნენ და იგრძნონ ხელისუფლებაში ყოფნა.

„ასეთი პრეცენდენტი, რომ ოპოზიციას ოფისის კარი აუჭედო, მსოფლიოში არ ხდება, ეს მარტო საქართველოშია. ვერ გააცნობიერა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მოვიდა ხელისუფლებაში“, – ამბობს მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ ხელისუფლების არცერთი დაპირება შესრულებული არ არის, ამიტომ სხვა აღარაფერი დარჩენიათ და „გამოყრიან ისევ იმ კადრებს“, – „რით ვერ გამოიძიეს, რით ვერ დასაჯეს, ამაზე ხომ არავინ პროტესტს არ აცხადებს. ყოველ სამ წელიწადში ეს კადრები გამოყარო და დააპირისპირო ქართველი ხალხი, მაშინ სახელმწიფო რაღაში გვჭირდება“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების თქმით, აქცია ახალციხელებს არ გაუმართავთ, თუმცა იქ რამდენიმე ადგილობრივიც დააფიქსირეს. მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის მერის რწმუნებულის შვილი.

„ძირითადად იყვნენ ბორჯომიდან ჩამოსული ხალხი, თუმცა იყვნენ ახალციხელებიც, მათ შორის ერთ–ერთი თქვენი რწმუნებულის შვილი იყო, ეს დაფიქსირებულია ვიდეოზეც, როგორ აცილებს ამ შენობის კუთხიდან თავის შვილს და კიდევ სამ ბიჭს აქციაზე. ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო კონსტრუქციული. თქვენ ვერ იტყვით, რომ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას, თუ ვერ აკონტროლებთ, მაშინ ხელისუფლებაშიც არ უნდა იყოთ“, – მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მალხაზ გიქოშვილმა.

ქალაქ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის თქმით, ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია და ადგილობრივი თვითმმართველობა ისევე დადგა ფაქტის წინაშე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„არ ვიცი ვინ მონაწილეობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვიყავით. ერთს გეტყვით, ჩვენ რომ მიგვეღო მონაწილეობა, „ქართულ ოცნებას“, გაცილებით მეტი ხალხი იქნებოდა და უფრო ორგანიზებული იქნებოდა. ეს იყო არაორგანიზებული, მაგრამ იყო ჯანსაღი პროტესტი, ახალგაზრდები იყვნენ, ალბათ ის ადამიანები, ვისაც სურვილი ჰქონდა რომ გაეპროტესტებინა“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების თქმით, ამ აქციით ხელისუფლებამ პიარი გაუკეთა მათ პარტიას, ამისთვის მათ უმრავლესობის წარმომადგენლებს მადლობაც კი გადაუხადეს.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციასთან ტრანსფარანტებითა და შეძახილებით: „'SOS ლიკვიდირებული ენმ', 'გაქრით მწამებლებო', უნდა წავიდნენ საქრთველოდან ეს გარეწრები', 'ნაციონალებო გადაშენდით', 'გამოდით თქვე კურდღლებო', 'გაეთრიეთ აქედან', 'რუსთავი–2 –დამპალი მიშას მონები, 30–მდე მოქალაქემ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები შეძახილებით პარტიის წევრებს მიმართავდნენ, შემდეგ კი ოფისის შესასვლელი კარი აჭედეს, წარწერით: "SOS, ლიკვიდირებულია".

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ნაციონალების’ საწინააღმდეგო აქციებზე  საუბარს ‘საჭიროდ არ თვლიან’
'ნაციონალებო გადაშენდით' – აქცია ახალციხეში [Photo]
'ლიკვიდირებული ენმ' –  ახლციხეში 'ნაციონალებს' ოფისის კარი აუჭედეს
ენმ ახალციხე პლაკატების გაკვრაზე – ‘ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე’
'ენმ' ახალციხე: ოფისი ღიაა და მუშაობას ვაგრძელებთ
'ქათმებო, მკვლელებო'–'ნაციონალური მოძრაობის' ახალციხის ორგანიზაციის შესასვლელი დღეს დილით [Photo]
ენმ ახალციხე: აქცია 'ოცნების' მიერ დაქირავებულმა ზონდერ ბრიგადებმა მოაწყეს