FM97.5 / LIVE

'ენმ' ახალციხე: ოფისი ღიაა და მუშაობას ვაგრძელებთ

მთავარიპოლიტიკა 19.10.2015
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის კარი, რომელიც აქციის წევრებმა აჭედეს, პარტიის თანამშრომლებმა გააღეს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. მომხდარს კი შსს იძიებს.

'ენმ' ახალციხე: ოფისი ღიაა და მუშაობას ვაგრძელებთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ორგანიზაციასთან აქცია დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართა. ენმ–ს ოფისთან დაახლოებით 30–მდე ადამიანი შეიკრიბა და ორგანიზაციას კარი აუჭედეს. აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

"მაშინ, როდესაც ენმ ახალციხის ორგანიზაციის წევრები ვიმყოფებოდით თბილისში, "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერ აქციაზე სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ხელისუფლებისგან წახალისებულმა პირებმა ისარგებლეს იმით, რომ მოცემულ მომენტში პარტიის ოფისში არავინ იმყოფებოდა და "უშიშრად" კარი აჭედეს. ჩვენი პარტიის ოფისი ღიაა და ვაგრძელებთ მუშაობას", – აცხადბენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციაში.

აღნიშნულ ფაქტზე შსს–მ გამოძიება სსკ 226–ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიური მონაწილეობას. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120–დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მიუხედავად დღევანდელი აქციისა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გაგიგიათ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კარს უჭედავდეს?’– ენმ ახალციხის საგანგებო ბრიფინგი
ენმ ახალციხე: აქცია 'ოცნების' მიერ დაქირავებულმა ზონდერ ბრიგადებმა მოაწყეს
'ლიკვიდირებული ენმ' –  ახლციხეში 'ნაციონალებს' ოფისის კარი აუჭედეს
ახალციხეში ”ნაციონალების” ოფისი დილიდან დაკეტილია
"ნაციონალებს" აქცია გაუმართეს [Video]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ენმ ახალციხის ოფისთან გამართული აქცია საკრებულოს სხდომაზე განიხილეს