FM97.5 / LIVE

ახალციხეში ოთხი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

მთავარისამართალი 17.10.2015
ახალციხეში მცხოვრებ ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან. რა მოხდა ღამით ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე;

ახალციხეში ოთხი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ახალციხეში მცხოვრები ბესიკ ხ., ნიკოლოზ ლ., ლევან კ. და ირაკლი დ. სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ოცმეთაურზე ვაჟა გათაშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს. შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე ღამით, დაახლოებით 00:05 საათზე მოხდა.

როგორც ბრალშია მითითებული, ოთხივე მათგანი ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში მიდიოდა. მათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ხელი დაუქნიეს და მანქანის გაჩერება სთხოვეს. ლევან კ–მ სამართალდამცავებს უთხრა, რომ მისი მეგობარი ბესიკ ხ. შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში წაეყვანათ: „დაუკითხავად მოთავსდნენ მანქანის უკანა სავარძელში და ყვირილით მოითხოვეს, რომ საავამდყოფოში წაეყვანათ. მომხდარმა პატრულის თანამშრომლების დაინტერესება გამოიწვია. ამის გამო კი მანქანაში მყოფები აგრესიულები გახდნენ, უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ“.

ასევე ბრალიდან ირკვევა, რომ ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანქანიდან გადმოვიდნენ და ახალგაზრდების გადმოყვანასაც შეეცადნენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე პოლიციის სხვა თანამშრომლებიც მივიდნენ. დაიწყო შეხლა შემოხლა და როგორც ბრალდების მხარე მიუთითებს, ნასვამებმა სამართალდამცავებს სხეულის დაზიანებები, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაკავებულებს ბრალი სსკ–ის 353–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს, 17 ოქტომბერს, იმსჯელებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხი ახალგაზრდიდან ორი საპატიმროში შეაბრუნეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]
ახალციხის პოლიციაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა
ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა
ახალციხის პოლიციაში დანით შეჭრილ კაცთან საპროცესო გაფორმდა