FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.10.2015
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს მეექვსე კლასის მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ. რატომ არ ჩერთო მომხდარში სოციალური სამსახური, ვინ დაარღვია კანონი და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს;

ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

რა მოხდა მეოთხე გაკვეთილზე?

მეხუთე საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელს ეთერ გვირჯიშვილს ოთხ ბავშვზე, ორ გოგონასა და ორ ბიჭზე, ძალადობაში ადანაშაულებენ.

შემთხვევა, 12 ოქტომბერს, მეოთხე გაკვეთილზე მოხდა. მასწავლებელმა, იმის გამო რომ შეუძლოდ გახდა, ბავშვებს დავალება მისცა და რამდენიმე წუთით, საპირფარეშოში გავიდა. უკან მობრუნებულს კი საკლასო ოთახში ხმაური დახვდა.

„მასწავლეებლმა თქვა, ორი წუთით გავალ და დავალების წერა გააგრძელეთო. ვწერდი, უკნიდან კლასელმა დამიძახა, მივბრუნდი და მასწავლებლი ამ დროს შემოვიდა. ოთხი ბავშვი დაგვასახელა, დაფასთან გაგვიყვანა. მაია თმებიდან მოქაჩა, მე კიდევ სახეში შემომარტყა“, – გვიყვება ნათია. (მასალაში ბავშვების სახელები შეცვლილია „ს. კ“)

მასწავლებელმა რომ სახეში შემოარტყა, ამას დაფასთან გასული ოთხი მოსწავლიდან ერთ–ერთიც გვიდასტურებს: „კალამი დამივარდა, ასაღებად დავიხარე და მასწავლებელი მაგ დროს შემოვიდა. კლასის კარები რომ გააღო, მამუკაც ფეხზე იდგა. ოთხი ბავშვი გაგვიყვანა, არც გვაცალა რომ რაიმე აგვეხსნა. მაიას თმებიდან მოქაჩა და ჩვენ დაგვარტყა“.
მშობლები ცემის ფაქტს ადასტურებენ.
„მასწავლებელმა უარყო, მაგრამ ბავშვს სახეზე ეტყობოდა ყველაფერი. ნაცემი და გამწარებული იყო“,- ამბობს ნათიას დედა.

მასწავლებელი მოსწავლეების ცემას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მსგავს შემთხვევას ადგილი რომ ჰქონოდა, ბავშვები გაკვეთილზე აღარ დარჩებოდნენ: „ისეთი თამამი კლასია, რომ დამერტყა, გარეთ გამოვარდებოდნენ. არადა გაკვეთილი ჩვეულბრივ ჩავატარე, ბავშვებს ნიშნები დღიურებშიც კი შევუტანე. სახლში წავედი და დირექტორმა ამის მერე დამირეკა, ამოდიო“.

მომხდარი მოსაწვლეებმა მშობლებს ტელეფონით შეატყობინეს. დედები სკოლაში დღის ბოლომდე შეიკრიბნენ.

„რომ დამირეკა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ვითარება იქნებოდა. ვუთხარი დამრიგებელთან მიდი და უთხარი–თქო. ასე მოიქცნენ სხვა ბავშვებიც. ისინი ატირებულები მანდატურებმაც დაინახეს. შემდეგ სკოლაში დაგვიბარეს ამ ოთხი ბავშვის მშობელი“, – გვიყვება ერთ–ერთის დედა.

დედების თქმით, მათ მასწავლებლის შეცვლა არ მოუთხოვიათ, მხოლოდ ბავშვებზე ძალადობა გააპროტესტეს. მიუხედავად ამისა, მასწავლებელმა მაინც გადაწყვიტა, რომ კლასი დაეტოვებინა: „მივხვდი რომ არ ვუნდოდი და სხვა მასწავლებელი, თემურ ხუციშვილი შევიდა მათთან“.

რა დაწერეს ბავშვებმა ახსნა–განმარტებებში?

სკოლის დირექციამ მასწავლებელს, მშობლებსა და მოსწავლეებს ახსნა–განმარტებები დააწერინა.

„დავწერე რაც მოხდა. აღარ მინდა რომ რაიმე გავამწვავო, რაც იქნება ,ის იყოს. 37 წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს და აქედან 29 წელი ამ სკოლაში ვმუშაობ. ბავშვები არასდროს მიცემია, ჰკითხეთ სხვა კლასის მოსწავლეებს“, – ამბობს გვირჯიშვილი.

კითხვაზე, მაშინ რატომ მოხდა ის რაც მოხდა, გვპასუხობს: „ამ კლასში ყველას ათიანი უნდა, ნიშნებზე აქვთ პრობლემა. ბევრ რამეზე ლაპარაკი აღარ მინდა“.

გვირჯიშვილს ეთანხმება ქიმიის მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილიც: „ეტყობა ჩაფიქრებული ჰქონდათ ასე მოქცეულიყვნენ, რადგან ეთერი არ არიგებდა ათიანებს“.

გვირჯიშვილთან ერთად ახსნა–განმარტებები დღეს,16 ოქტომბერს, მეექვსე კლასელებმაც დაწერეს. თუმცა, როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, მომხდარი ყველამ ზუსტად არ აღწერა.

„დაარტყა ბავშვებს, მაგრამ დავწერე, რომ შეურაცხყოფა მიაყენა“, – ამბობს ერთ–ერთი მეექვსე კლასელი, რომელიც დაფასთან მომხდარს მერხიდან უყურებდა.

„დავწერე, რომ შემომარტყა“, – აცხადებს ნათია.

დაფასთან გაყვანილი ოთხიდან კი ერთ–ერთი ამბობს: „იქ რომ დამეწერა დაგვარტყა–მეთქი, მერე მასწავლებელს სკოლიდან გაუშვებდნენ“.

დირექციის პასუხი

სკოლის დირექციაში გარდა იმისა, რომ ახსნა–განმარტებები იწერება, სხვაზე არაფერზე საუბრობენ.

„ამ წუთში ვერაფერზე გიპასუხებთ. ჯერ რეაგირება არ მოგვიხდენია. ერთპიროვნულად დირექტორი არაფერს წყვეტს. ამას დისციპლინურ კომიტეტს გადავუგზავნი, იმსჯელებს დისციპლინური კომიტეტი და გადაწყვეტიელბას ამის შემდეგ მივიღებთ“, – აცხადებს მეხუთე საჯარო სკოლის დირექოტორი ინგა ვარდიძე.

კითხვაზე, შეატყობინეს თუ არა მომხდარის შესახებ კომიტეტს, გვაპსუხობს, რომ არა.

ბავშვთა უფლებების დამცველები კი აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ პირველ რიგში სოციალური სამსახურისთვის უნდა შეეტყობინებინათ.

„ყველა პირს, ვინც სკოლაში მუშაობს, კანონი ავალდებულებს, რომ შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ, სოციალურ სამსახურს შეატყობინონ. ეს არ არის არჩევანი, ეს ვალდებულებაა“, – აცხადებებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი და ამატებს, რომ თუ სკოლის თანამშრომლები არ მიმართავენ აღნიშნულ სამსახურს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

როგორც არგანაშვილი აცხადებს, მას შემდეგ რაც მომხადრის შესწავლას სოციალური სამსახური დაიწყებს, თავად გადაწყვეტს უნდა ჩაერთოს თუ არა საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„სახეში შემორტყმა და სხეულებრივი სასჯელი არის საკმაოდ სერიოზული დარღვევა ბავშვთა უფლებების ნაწილში. ეს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სრულიად გაუამართლებელია, გნებავთ დისციპლინის და გნებავთ ტრადიციის სახელით. ეს არის ბავშვისთვის ღირსების შემლახველი. აუცილებელია, რომ სათნადო მოკვლევა ჩატარდეს და დადგინდეს რა მოხდა. სკოლამ ბავშვების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზეც უნდა იზრუნოს“, – გვიხსნის არგანაშვილი.

მიუხედავად მისი განცხადებისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მეხუთე საჯარო სკოლიდან შეტყობინება არ შეუსლა.

მექვსე კლასის დამრიგებელი მარი აფრიამაშვილი აცხადებს, რომ ეს საჭიროდ არ ჩათვალა: „ჯერ როგორ უნდა მივმართო? სკოლაში მიმდინარეობს პროცესი. არ ჩამითვლია საჭიროდ. მე რაც დამავალეს დირექციიდან, რომ მშობლები მოსულიყვნენ და ახსნა–განმარტებები დაეწერათ, გავაკეთე“.
ჩაერთვება თუ არა მომხდარში სოციალური სამსახური ჯერ უცნობია. ასევე უცნობია მომხდარზე ზემდგომი ინსტანციების პოზიციაც.

„ჩემთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ინფორმაციას არ ვფლობ. სკოლა კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს ამ თემას“, – ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე.

განათლების სამინისტროდან კი „სამხრეთს კარიბჭე“ პასუხს ამ დრომდე ელოდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს
ახალციხეში მასწავლებელმა მოსწავლეს თმა მოქაჩა – საქმეს შსს იძიებს
ვინ უნდა დაიცვას პედაგოგი, როცა კლასში პრობლემები იქმნება
მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა