FM97.5 / LIVE

ბორჯომში, მდინარე მტკვარში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 16.10.2015
მეორე დღეა ბორჯომში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 37 წლის ხვიჩა მურაჩაშვილი სავარაუდოდ სილამაზის ხიდიდან გადახტა.

ბორჯომში, მდინარე მტკვარში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში შევიდა.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ სილამაზის ხიდის ტერიტორიაზე ჯებირიდან მამაკაცი გადავარდა. აღნიშნული წუთიდან მობილიზებულია, როგორც სამცხე–ჯავახეთის, ასევე ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური საძიებო ღონისძიებები“, – ამბობს შსს–ს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ხუციშვილი.

მაშველები დაკარგულ მამაკაცს მდინარე მტკვარში ბორჯომი–ახალდაბის მონაკვეთზე ეძებენ. სამსახურში ამბობენ, რომ მტკვარში დაკარგული მამაკაცის მოძებნა კლიმატური პირობების გამო გართულდა.

37 წლის ხვიჩა მურაჩაშვილი ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში დედასთან ერთად ცხოვრობს. როგორც მეზობლები ამბობენ, მურაჩაშვილი ციხეში სასჯელს იხდიდა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მდინარე მტკვარში  წაღვერში მცხოვრებ 33 წლის მამაკაცს ეძებენ
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგულ ექსპერტს ამ დრომდე ეძებენ
ბორჯომში სატვირთო ამობრუნდა – დაღუპულია 52 წლის მამაკაცი
მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს  მეთორმეტე დღეა ეძებენ
მაშველებმა ბორჯომის ტყე–პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს
ბორჯომში მდინარე მტკვარში ქალის გვამი იპოვეს
მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს