FM97.5 / LIVE

8 რელიგიური ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

მთავარისაზოგადოება 15.10.2015
8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.

8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი რიგი გადასახადებისაგან ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს მსგავსი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური უმცირესობები მრავალი წელია ითხოვენ ზემოხსენებული დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრას და თანასწორ საგადასახადო რეჟიმში მოქცევას,რაც ასევე სისტემატურად აისახება საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

სარჩელით მოთხოვნილია იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც მისცემს შესაძლებლობას არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რაცხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ:

o ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;
o საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;
o ქართველ მუსლიმთა კავშირი;
o საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
o მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი;
o საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია;
o წმიდა სამების ეკლესია;
o ქრისტეს ეკლესია.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება

მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობას ულოცავს
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
რელიგიის სააგენტოს მილოცვა სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიას