საკითხი, რაზეც ყოფილ თავმჯდომარეს ედავებოდნენ, ახალს 6 თვის შემდეგ გაახსენდა »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საკითხი, რაზეც ყოფილ თავმჯდომარეს ედავებოდნენ, ახალს 6 თვის შემდეგ გაახსენდა

მთავარიპოლიტიკა 14.10.2015
საკრებულოს წევრების შეხვედრების რეგლამენტი მოსახლეობასთან – საკითხი, რაშიც ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე წინამორბედს ადანაშაულებდა, არც თავად შეუსრულა მანამდე, ვიდრე ამ საკითხით „სამხრეთის კარიბჭე“ არ დაინტერესდა.

საკითხი, რაზეც ყოფილ თავმჯდომარეს ედავებოდნენ, ახალს 6 თვის შემდეგ გაახსენდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, მაშინ როცა საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მისი წინამორბედი ლევან ლობჯანიძე გადააყენეს, ერთ–ერთ მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ლობჯანიძეს მოსახლეობასთან შეხვედრების რეგლამენტი დამტკიცებული არ ჰქონდა. ამის გამო კი დეპუტატები მთელი შვიდი თვის განმავლობაში მოსახლეობას ვერ ხვდებოდნენ.

„არის რეგლამენტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მასში ნათქვამია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს მოსახლეობასთან გასვლის განრიგს, შემდეგ დგება შეხვედრის ოქმი და იგზავნება გამგეობაში“, – აცხადებდა მღებრიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის პირველ დღეებში (03.04.2015).

აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნიდან ექვსი თვის შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, მღებრიშვილმა თავად თუ დაამტკიცა საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების რეგლამენტი.

„არა, არ დაგვიმტკიცებია, ეს რეგლამენტი წლის დასაწყისში უნდა დამტკიცებულიყო, – გვითხრა მღებრიშვილმა და დაამატა – ახლა მეორე კვარტალია და ახლა ვაპირებთ დამტკიცებას“.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრების რეგლამენტის დამტკიცებას წლის დასაწყისთან საერთო არაფერი აქვს.

თუმცა, მომავალი წლის დასაწყისამდე, აღნიშნული რეგლამენტის დასამტკიცებლად აღარც მღებრიშვილმა მოიცადა. მას შემდეგ რაც ამ თემით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, საკრებულომ მომავალ სხდომაზევე დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრების რეგლამენტი დაამტკიცა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს
‘გრაფიკი რა საჭიროა’ – მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ყველა საკრებულოს არ დაუმტკიცებია
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება