სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომში, კლდიდან გადმოვარდნილი და გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

მთავარისამართალი » შემთხვევა 08.10.2015
დღეს, 8 ოქტომბერს, ბორჯომში, პლატოს კლდიდან გადმოვარდნილი და გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ვინაობა ცნობილია.

ბორჯომში, კლდიდან გადმოვარდნილი და გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

იგი ბორჯომის ერთ–ერთი სასტუმროს, მეპატრონეა. გარდაცვლილი ბორჯომში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. სავარაუდოდ, გარდაცვლილს კლდეზე ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. სამაშველო სამსახურმა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვა.

„შემთხვევის ადგილზე მაშველ ჯგუფთან ერთად გამოვედით და მამაკაცი სამწუხაროდ გარდაცვლილი იქვე ვიპოვეთ. კომპოზიტორების სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან, კლდის პირიდან, სავარაუდოდ გადმოიხედა, სველი იყო, დაუცურდა ფეხი და გადმოვარდა, ამას გამოძიება დაადგენს“, – ამბობს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ხუციშვილი.
გარდაცვლილი მამაკაცი ბორჯომის პროზექტურაშია გადასვენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

აწყურში უსახლკარო მამაკაცი ქუჩაში გაიყინა
შემთხვევა ბორჯომში – მამაკაცი პლატოს კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომში, მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ასპინძაში, ნიალის მთაში  გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ქალაქ ბორჯომში, მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო
ახალციხეში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს