FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.10.2015
ახალციხის მერიისგან დანიშნული სტიპენდია, თვეში 100 ლარის ოდენობით, რის გამოც უნივერსიტეტის სტიპენდია მოეხსნათ, სტუდენტებმა მხოლოდ 2 თვე აიღეს. მერიაში ამბობენ, რომ სემესტრი 2 თვეში დასრულდა და თანხების ჩარიცხვას აღარ აპირებენ, სტუდენტები კი დაკარგულ გასამრჯელოზე ჩივიან.

ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა
2015 წლის, 3 ივლისი. სტდენტებისა და მერის შეხვედრა სტიპენდიის თაობაზე. ახალციხის მერიის ფოტო

ახალციხის მერიამ სტუდენტების წახალისება მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა. სტიპენდიის დასანიშნად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 8 ახალგაზრდა შეარჩიეს, 6 – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და 2 კოლეჯიდან „ოპიზარი“.

მათ მერიისგან 100–ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ. სამაგიეროდ, ამ სტუდენტებს სტიპენდია აღარ მისცა უნივერსიტეტმა, იმ მოტივით, რომ მათი წარჩინებულობა ფინანსურად მერიისგან უკვე ფასდებოდა.

მერიის სტიპენდიატებმა კუთვნილი თანხა ორი თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში ნამდვილად მიიღეს. მას შემდეგ კი, მათ ანგარიშზე სტიპენდიის ჩარიცხვა შეწყდა.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ნანა მიქელაძე ერთ–ერთი იყო მერიის სტიპენდიანტებს შორის.

„ვიფიქრე, რომ რადგან ივლისი და აგვისტო დასვენება იყო, სტიპენდიაც შეგვიჩერდა, მაგრამ არც სექტემბერში ჩაგვერიცხა“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ გასულ სემესტრში მან ვერც უნივერსიტეტიდან მიიღო კუთვნილი სტიპენდია, – „მერიის სტიპენდია ისეთ სტუდენტებს ენიშნებოდათ, ვისაც უნივერსიტეტის სტიპენდიის მქონე სტუდენტებზე მაღალი ქულები ჰქონდათ, მაგრამ შედარებით დაბალი ქულები ისეთ სტუდენტებზე, ვინც პრეზიდენტის სტიპენდიას იღებს. იმის გამო, რომ ერთი სტიპენდია უნდა ამეღო, მომიხსნეს უნივერსიტეტის და დამინიშნეს მერიის. მაგრამ გამოდის, რომ აღარცერთს აღარ ვიღებ“.

ნანა ამბობს, რომ სტიპენდიის შესახებ დაპირება თავად ახალციხის მერისგან, გიორგი კოპაძისგან მიიღეს: „შეხვედრაზე გვითხრეს, რომ სტიპენდია მთელი წლის განმავლობაში გვექნებოდა, მაგრამ, გამოვიდა, რომ ერთი სემესტრიც არ მოგვცეს“.

ნანას მსგავსად, მხოლოდ 200 ლარი მიიღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა ანჟელა არუთუნიანმა და მარიამ კაპანაძემ.

„უნივერსიტეტში ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ მერიაში სიები გადაგზავნილია და ჩაგვირიცხავენ“, – ამბობს მარიამ კაპანაძე.

ანჟელა ამბობს, რომ მან პირადად რექტორის მოადგილეს, ნიკოლოზ ახალკაცს მიაკითხა: „მითხრეს, რომ აგვისტოში არ ირიცხება და სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჩაგვირიცხავენ. მაგრამ არც სექტემბრის ბოლოს ჩაგვერიცხა. თავიდან შეგვპირდნენ რომ ერთი წლის განმავლობაში მივიღებდით, მაგრამ ახლა გვითხრეს რომ მარტო ექვსი თვე ავიღებთ“.

ახალციხის მერი წარჩინებულ სტუდენტებს მიმდინარე წლის 3 ივლისს შეხვდა. სტუდენტები ამბობენ, რომ მერია მათ წამახალისებელ სტიპენდიას მთელი წლის განმავლობაში დაჰპირდა.

„კი გამიკვირდა, ყოველი სემესტრის ბოლოს შეფასება იცვლება, მაგრამ ვიფიქრე, ასე იყო გადაწყვეტილი“, – ამბობს ნანა მიქელაძე.

სტიპენდიაზე საუბრისას ერთ წელს რომ ანგარიშობდნენ, შეხვედრის დამსწრე ახალგაზრდები იმითაც ასაბუთებენ, რომ ერთ–ერთ კანდიდატი, მეოთხეკურსელი გოგონა, სიიდან ამოიღეს: „უთხრეს, ერთ სემესტრში ამთავრებ სწავლას და მერე რატომ უნდა გირიცხოთ სტიპენდიაო“.

შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ, ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთწლიან სტიპენდიაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, რადგან წინა სასწავლო წელი დამთავრდა, ახლა უნივერსიტეტისგან და კოლეჯისგან ახალ სიებს ელოდებიან.

„სტიპენდია ინიშნება სემესტრულად, და არა წლიურად. ყოველი სემესტრის ბოლოს გადმოგვცემენ სტუდენტების სიას და წარჩინებულ სტუდენტებს ერიცხებათ თანხა. წინა სემესტრში ჩაერიცხათ, პირველი სემესტრის ქულებით“, – განმარტავს ახალციხის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკა ბერიძე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ამბობენ, რომ ჯერ მერიისგან მოთხოვნა არ მიუღიათ. თუმცა, მერიამ მოთხოვნა რომც გადააგზავნოს, ვიდრე სახელმწიფო სტიპენდიის კვოტა არ გაირკვევა, მერიის სტიპენდიანტებს ვერ დაასახელებენ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ ზაზასთან, სიტყვიერად შეთანხმებულები ვართ, რომ გაგრძელდება სტიპენდია ჩვეულებრივად. იქიდან უნდა მოვიდეს ოფიციალური წერილი, როგორც კი მივიღებთ, სიას გადავაგზავნით. ამაზე არ ვჩქარობთ, რადგან სახელმწიფო სტიპენდია ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბერში მოდის ხოლმე. მერიამ რომც გადმოაგზავნოს, სანამ სახელმწიფო სტიპენდია არ მოვა, მერიასაც ვერ გადავცემთ სიას“, – ამბობს რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

მისივე თქმით, მერიამ სტუდენტებს სტიპენდია სემესტრულად დაუნიშნა.

„ჩვენ შევარჩიეთ ექვსი სტუდენტი, გადავუგზავნეთ და დაენიშნათ სტიპენდია. ეს არის სემესტრული სტიპენდია, რომელიც ექვსი თვე გრძელდება. როგორც მე პირადი საუბრიდან ვიცი, ის ექვსთვიანი სტიპენდია ვისაც დაენიშნა, მათ ჩაერიცხებათ. რატომ იყო წყვეტა, ეს მე არ ვიცი, მიზეზები კითხეთ მერიას, მე ერთი ვიცი, რომ ის სტიპენდია, რაც გამოყოფილი იყო ამ სტუდენტებზე, მიიღებენ“, – ამბობს ახალკაცი და ამატებს, რომ გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში სტუდენტები პირველი სემესტრის ქულების მიხედვით შეარჩიეს. მერია სტიპენდიას იმ სტუდენტებს უნიშნავს, ვინც ქალაქის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული.

ახალციხის მერიში განმარტავენ, რომ სტიპენდიანტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის. თანხას იმის მიხედვით გაითვალისწინებენ, რამდენი წარჩინებული სტუდენტიც ეყოლებათ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა
ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს
რას ჰპირდება ახალციხის მერია სტიპენდიანტების მეორე ნაკადს
ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება