FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი საპატრულო პოლიციის უფროსის შეცვლაზე

მთავარიპოლიტიკა 06.10.2015
რას უკავშირებს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე სამცხე–ჯავახეთში საპატრული პოლიციის უფროსების შეცვლას და რაზე დააყენა მან საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის დონეზე;

ახალციხის მერი საპატრულო პოლიციის უფროსის შეცვლაზე

გუშინ, 5 ოქტომბერს, ახალციხის მერისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრისას, რომელიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, შეკითხვები ტრანსპორტით გადატვრთულ ქუჩებსა და საპატრულო პოლიციის მიერ დაწერილ ჯარიმებსაც შეეხო.

როგორც მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ჯარიმა ხაშურთან მასაც დაუწერეს: „ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ერთია, უნდა მიმართო სასამართლოს, ამ ჯარიმას გავასაჩივრებ, უკანონოდ დამიწერეს და სხვა გზა არ მაქვს. ახალციხეში ასე ბევრმა გაასაჩივრა და საპატრულო პოლიციას არა ერთი პროცესი მოუგეს. ამის მერე შედარებით ცოტა შერბილდნენ“.

როგორც კოპაძემ შეხვედრაზე თქვა, ახალციხეში უკანონოდ დაწერილი ჯარიმებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული არასწორი ქმედებების შესახებ მან შესაბამის პირებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთანაც ისაუბრა: „პირველი უფროსი გაათავისუფლეს, მეორეც ახლა გაუშვეს. არ ვიცი ამის გამო გაათავისუფლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ გაუშვეს“.

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე 3 ოქტომბერს გიორგი ნასყიდაშვილმა ჩაანაცვლა, მანამდე კი მაღრაძის წინამორბედი ზაალ ფუტკარაძე სამცხე–ჯავახეთიდან იმერეთში გადაიყვანეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი მანქანები გადაეცა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს თანამდებობა დაატოვებინეს
სამცხე–ჯავახეთი საპატრულო პოლიციის უფროსი მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს